უამინდობა გურიაში - ათობით სახლი სახურავის გარეშე დარჩა

© Sputnik / STRINGERძლიერი ქარისა და წვიმის შედეგები
ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგები - Sputnik საქართველო
გამოწერა
გურიის სოფლებში ზარალის დამთვლელი კომისია მუშაობს

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. ძლიერი ქარის შედეგად ოზურგეთის რაიონში 30-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

თბილისელები ლისის ტბაზე ისვენებენ - Sputnik საქართველო
როგორი გაზაფხული ელის საქართველოს 2018 წელს

დასავლეთ საქართველოში ამინდი 3 მარტს გაუარესდა. ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად განსაკუთრებით დაზარალდა სოფლები გურიანთა, ნატანები და შრომა. წაქცეულია ხეები, ქარმა სახლებს სახურავები მოხადა.

მუშაობს სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს დაითვლის. ზარალის დადგენის შემდეგ სარეზერვო ფონდიდან მოსახლეობისთვის ზარალის ანაზღაურების და დახმარების პროცესი დაიწყება.

ამ დროისათვის დასავლეთ საქართველოში წვიმს, თუმცა ქარი უკვე ჩადგა.


ყველა ახალი ამბავი
0