ანუკი არეშიძე: კახასთან ჯვარი არ მაქვს დაწერილი, მინდა ეკლესიაში ფიცი დავდოთ – Tatler

© FB / Kakha Kaladze Officialკახა კალაძე და ანუკი არეშიძე
კახა კალაძე და ანუკი არეშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჟურნალმა Tatler შეიტყო, როგორ ცხოვრობს თბილისის მერის კახა კალაძის ოჯახი.

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. თბილისის მერი კახა კალაძე და მისი მეუღლე ანუკი არეშიძე სიამოვნებით იღებენ უცხოელ ჟურნალისტებს საკუთარ სახლში — ამჯერად მათ ჟურნალ Tatler-ის რუსული ვერსიის ჟურნალისტები სტუმრობდნენ.

A post shared by Gio Kardava (@elguapoworld) on Feb 15, 2018 at 3:17am PST

იტალიური „მილანის" ყოფილმა ფეხბურთელმა, ახლა კი დედაქალაქის მერმა და მისმა მეუღლემ — ტანსაცმლის წარმატებულმა დიზაინერმა სტუმრები ცნობილი ქართული სტუმართმოყვარეობით თბილისის გარეუბანში, სამსართულიან კერძო სახლში მიიღეს.

„კახამ და ანუკიმ ისე მიგვიღეს, როგორც ეს ქართველებს სჩვევიათ — იყო ხინკალიცა და ხანგრძლივი საუბარიც", — ასე იწყება Tatler-ის სტატია.

ანუკი ჟურნალისტებს მოდის სფეროში საკუთარ წარმატებებზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ მისი პოპულარობა მეუღლის პოპულარობაზე არ არის დამოკიდებული: „ბევრი მაშინ იგებს, კახას ცოლი რომ ვარ, როცა ჩემ ინსტაგრამს ნახავს. მათთვის საინტერესო დიზაინერი ვარ იმ საქართველოდან, საიდანაცაა დემნა (გვასალია). მე ეს აბსოლუტურად მაწყობს".

როგორც ჟურნალი წერს, მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავურ წყვილს სამი ვაჟი ჰყავს — რვა წლის ლევანი, ხუთი წლის კახაბერი და ოთხი წლის ვაჩე, ანუკიცა და კახიც მთლიანად სამუშაოში არიან ჩაფლული.

A post shared by Gio Kardava (@elguapoworld) on Feb 15, 2018 at 9:06am PST

„მერის ხელფასი ქველმოქმედებაში იხარჯება. მისი ცოლის ბიზნესი დახმარებას ახლა არ საჭიროებს. სპონსორების დახმარების ბოლო დიდი ტრანში იმაზე წავიდა, რომ პრესტიჟულ უბან ვერაზე, თარხნიშვილის ქუჩაზე მაღაზია-ატელიე Anouki გაიხსნა. შემდეგ კი უკვე — „თვითონ". არეშიძესთან ორმოცი ადამიანი მუშაობს. ბრენდი მომგებიანია. მისი სამოსი იყიდება ტოკიოს უნივერმაღში Isetan, Farfetch-ზე, Harvey Nichols-ში, Opening Ceremony-ში და კიდევ მსოფლიოს მოდის მოწინავე 47 წერტილში", — ნათქვამია სტატიაში.

39 წლის კახა კალაძეს Tatler-ი მოდის მიმდევარსა და სტილის შემქმნელს უწოდებს. მაგრამ მერს საუბარი იმაზე, როგორ და რატომ არის კარგი, არ უნდა, აღნიშნულია სტატიაში. „არ მყავს სტილისტი. ვატარებ იმას, რაშიც თავს კომფორტულად ვგრძნობ". მთელ თავის ძირითად დროს კალაძე სამუშაოს უთმობს.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გზა ფეხბურთელობიდან თბილისის მერობამდე: კალაძე – „ოცნების" კანდიდატი

„ქმარს ყოველთვის ვახსენებ, რომ კვირას ღმერთმაც კი დაისვენა, როცა სამყარო შექმნა. არ შეიძლება ამდენი მუშაობა, რამდენსაც ის მუშაობს. ახლა სულ კახასთან ჩემი დროისთვის ვიბრძვი. არ სძინავს, არ ისვენებს. მაგრამ უნდა ითქვას, რომ ოჯახთან დროს ხარისხიანად ატარებს. კვირა — ეს წმინდა ოჯახური დღეა", — ამბობს მეუღლეზე ანუკი.

არანაკლებს ითხოვს ის თავისი შვილებისგან: „მამაკაცებს ლიდერობის პრეტენზიები აქვთ, ეს კი ნიშნავს, რომ პირველები უნდა იყვნენ არა მხოლოდ საკუთარ წარმოდგენაში, არამედ განათლების, აღზრდის დონით და ასე შემდეგ. ბავშვები ჩივიან, მეტ თავისუფალ დროს ითხოვენ. მაგრამ მათ აქვთ კვირა დღე — ვფიქრობ, ეს საკმარისია. თან მიგვაქვს წიგნები, სულ ვკითხულობთ. ხშირად ვეუბნები ბავშვებს, რომ შეიძლება ერთ დღეს ყველაფერი დაკარგონ, მაგრამ ცოდნასა და განათლებას მათ ვერავინ ვერასდროს წაართმევს".

ანუკი ნანობს, რომ კახასთან ჯვარი არ აქვს დაწერილი, აღნიშნავს ჟურნალი, კაბა უკვე დიდი ხანია მზადაა. „დიდი სუფრა არ მინდა. საკმარისია ეკლესიაში წავიდეთ ბავშვებთან ერთად და ფიცი დავდოთ. მაგრამ დრო საერთოდ არ გვყოფნის", — ამბობს არეშიძე.

მაგრამ, როგორც ჟურნალი აღნიშნავს, მთავარია, რომ ანუკისა და კახას თავიანთი ბედნიერება გაცნობიერებული აქვთ. „იმ ათ წელიწადში, რაც ერთად ვართ, ანუკიმ ბევრი რამ მასწავლა. ურთიერთპატივისცემა, მაგალითად. და დღითიდღე ის უფრო ძალიან მიყვარს", — ამბობს კახა.

„ვცდილობ, რომ მისი მოსვლისთვის სუფრაზე ჩემი მომზადებული ვახშამი დავახვედრო", — აღნიშნავს ანუკი. ის ამბობს, რომ სახლში ეხმარებიან ძიძა, სახლის მმართველი და მძღოლი-მცველი.

Tatler (ინგლისურად „ჭორიკანა") გლამურული ჟურნალია მოდისა და მაღალი საზოგადოების შესახებ. ის ბრიტანეთში 1901 წელს დაარსდა. რუსული ვერსიის პირველი ნომერი 2008 წლის სექტემბერში გამოვიდა.

ყველა ახალი ამბავი
0