გზა ფეხბურთელობიდან თბილისის მერობამდე: კალაძე – „ოცნების" კანდიდატი

© FB / Kakha Kaladzeკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატია მმართველი პარტიიდან "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო". 21 ოქტომბერს არჩევნებში ის 41-ე ნომრით მონაწილეობს.

თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. კალაძე საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია. დეკლარაციის თანახმად, მის ანგარიშზე 9,6 მილიონ დოლარზე მეტია. კალაძეს აქვს რამდენიმე ბინა და მიწის ნაკვეთი არა მარტო საქართველოში, არამედ უკრაინაშიც. გარდა ამისა, აქვს რამდენიმე ძვირადღირებული ავტომობილი, მათ შორის Ferrari და Mercedes, ასევე სამი მოტოციკლი HARLEY DAVIDSON.

© Sputnik / Denis Aslanovკახა კალაძე
Кандидат в мэры Тбилиси Каха Каладзе на открытии станции метро Государственный университет - Sputnik საქართველო
კახა კალაძე

კალაძე 1978 წლის 27 თებერვალს ქალაქ სამტრედიაში დაიბადა. ფეხბურთით ბავშვობიდანვე იყო გატაცებული. 11 წლისამ თამაში მშობლიური ქალაქის ახალგაზრდულ გუნდ "ლოკომოტივში" დაიწყო.

16 წლის კალაძე თბილისის „დინამოში" გადავიდა. მისმა გუნდმა 1993-1998 წლებში საქართველოს ჩემპიონატი ხუთჯერ მოიგო.

© ФК Динамоახალგაზრდა კახა კალაძე კიევის "დინამოს" შემადგენლობაში
Молодой Каха Каладзе  в составе Динамо Киев - Sputnik საქართველო
ახალგაზრდა კახა კალაძე კიევის "დინამოს" შემადგენლობაში

უმაღლესი განათლება კახა კალაძემ თბილისში მიიღო. მას დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, თუმცა პროფესიით არ უმუშავია და უპირატესობა საფეხბურთო კარიერას მიანიჭა.

კალაძემ 1998 წელს ხელი მოაწერა კონტრაქტს კიევის „დინამოსთან". მისმა გუნდმა სამ წელიწადში სამჯერ მოიგო უკრაინის პრემიერ-ლიგა და ქვეყნის თასი.

2001 წელს კალაძე იტალიაში „მილანის" ფეხბურთელი ხდება. ამით ის ყველაზე ძვირ ქართველ ფეხბურთელად იქცა, რადგან „მილანმა“ მისი ტრანსფერისთვის კიევის „დინამოს" 16 მილიონი ევრო გადაუხადა. "მილანის" შემადგენლობაში კალაძე პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. ამ გუნდში თამაშის პერიოდში თბილისის მერობის კანდიდატი Armani-სა და „ფერარის" სახე გახდა.

© Sputnik / Alexander Imedashvili / გადასვლა მედიაბანკშიკახა კალაძე კლუბ "მილანში"
Футбол. Прощальный матч экс-игрока Милана Кахи Каладзе - Sputnik საქართველო
კახა კალაძე კლუბ "მილანში"

საფეხბურთო კარიერის პარალელურად კალაძემ ბიზნესს მიჰყო ხელი. 2007 წელს მან დააარსა საინვესტიციო ჯგუფი „კალა კაპიტალი", ხოლო 2008 წელს ქართული „პროგრეს ბანკის" სამეურვეო საბჭოს წევრი გახდა. იმავე წელს გაჩნდა მისი საქველმოქმედო ფონდი „კალა ფონდი".

2010 წელს კალაძე „მილანიდან" მეორე იტალიურ კლუბ „ჯენოაში" გადავიდა, სადაც კარიერის დასრულებამდე — 2012 წლამდე ითამაშა.

2011 წელს კალაძე ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაერთო. ის გახდა პარტია „ქართული ოცნების" წევრი, რომლის დამაარსებელია მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი. 2012 წელს მან მოიგო არჩევნები სამტრედიის ერთმანდატიან ოლქში და საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გახდა. იმავე წელს დაიკავა ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრის პოსტი.

© Sputnik / Levan Avlabreliწინასაარჩევნო აგიტაცია
Предвыборная агитация - Sputnik საქართველო
წინასაარჩევნო აგიტაცია

თბილისის მერობის კანდიდატი დაქორწინებულია ყოფილ მოდელზე, დიზაინერ ანუკი არეშიძეზე. წყვილს სამი ვაჟი ჰყავს.

 

ყველა ახალი ამბავი
0