გია მაისაშვილს წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის ეზოში დაკრძალავენ

© FB / Gia Maisashviliგია მაისაშვილი
გია მაისაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო წლებში პოლიტიკოსი და „ლიდერთა სკოლის" დამფუძნებელი გია მაისაშვილი მძიმე დაავადებას ებრძოდა - 2015 წელს მას ტვინის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, პოლიტიკოსი და „ლიდერთა სკოლის" დამფუძნებელი გია მაისაშვილი აშშ-დან სამშობლოში ჩამოასვენეს, იუწყება ტელეარხი Imedi.

56 წლის გია მაისაშვილი 26 თებერვალს გარდაიცვალა. მისი უკანასკნელი სურვილი, რომლის განხორციელებაც ვერ მოხერხდა, სამშობლოში სიკვდილი იყო.

გია მაისაშვილი - Sputnik საქართველო
გარდაიცვალა გია მაისაშვილი

სამოქალაქო პანაშვიდი 5 და 6 მარტს სიონის საკათედრო ტაძარში გაიმართება. სამშაბათს სიონიდან მაისაშვილის ცხედარს წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში გადაასვენებენ, რომლის ეზოშიც დაკრძალავენ.

პოლიტიკოსი და „ლიდერთა სკოლის" დამფუძნებელი გია მაისაშვილი ბოლო წლები მძიმე დაავადებას ებრძოდა — 2015 წელს მას თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ბოლო წლებში ის აშშ-ში ცხოვრობდა.

მაისაშვილი პროფესიით ეკონომისტი იყო. 1993 წელს მან სტენფორდის უნივერსიტეტში გაიარა სპეციალური კურსი „საზოგადოებრივი პოლიტიკა და ეკონომიკური განვითარება" (Public Policy and Economic Development). 1997 წელს დაამთავრა კენედის სახელობის ჰარვარდის უნივერსიტეტის სამთავრობო სკოლა.

მაისაშვილი 2003 წელს სამშობლოში დაბრუნდა და იმ დროს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის მიხეილ სააკაშვილის ეკონომიკური მრჩეველი გახდა.

2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მაისაშვილი პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი იყო პოლიტიკური გაერთიანებიდან „მომავლის პარტია".

ყველა ახალი ამბავი
0