ქართველი ავიამშენებელი ამერიკაში, რომლის მოღვაწეობას პენტაგონმა გრიფი „საიდუმლო“ დაადო

© Photo: courtesy of Lela Kartveliლელა ქართველი
ლელა ქართველი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართულმა საზოგადოებამ უკვე იცის, რომ აშშ-ის ავიამშენებლობის ერთ-ერთი პიონერი, მსოფლიოში თვალსაჩინო და გამოჩენილი ავიაკონსტრუქტორი ჩვენი თანამემამულე ალექსანდრე ქართველი (ქართველიშვილი) იყო.

იგი თბილისში, ცნობილი საზოგადო მოღვაწის მიხეილ ქართველიშვილის ოჯახში დაიბადა. სწავლობდა თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში, რომელიც 1914 წელს დაამთავრა. 1922 წელს მან სწავლა პარიზის ავიაციის უმაღლესი სკოლაში გააგრძელა. ალექსანდრე ქართველი გამოჩენილი ფრანგი ავიატორის ლუი ბლერიოს კომპანიაში მოღვაწეობდა, სადაც მონაწილეობა მიიღო თვითმფრინავების Bernard და Ferbois-ს შექმნაში. 1924 წელს მისმა ერთ-ერთმა თვითმფრინავმა სიჩქარის მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

© Photo: courtesy of Lela Kartveliქართველი ავიაკონსტრუქტორი ალექსანდრე ქართველი
ქართველი ავიაკონსტრუქტორი ალექსანდრე ქართველი - Sputnik საქართველო
ქართველი ავიაკონსტრუქტორი ალექსანდრე ქართველი

„ალექსანდრე ქართველის საერთაშორისო საზოგადოება“ თბილისში 2013 წლიდან არსებობს და დღიდან დაარსებისა მნიშვნელოვან საზოგადოებრივ აქტივობებს ახორციელებს. მისი მეშვეობით ამ საამაყო თანამემამულის შესახებ ბევრი რამ შევიტყვეთ.

სულ ახლახან თბილისში, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში აშშ–ში მოღვაწე ცნობილი ქართველი ავიაკონსტრუქტორის ალექსანდრე ქართველის კაბინეტი გაიხსნა. ჩვენ საზოგადოების დამფუძნებელსა და პრეზიდენტს, ქალბატონ ლელა ქართველიშვილს გავესაუბრეთ.

© Photo: Courtesy of Lela Kartveliლელა ქართველიშვილი და გიორგი კეკელიძე პარლამენტის ეროვულ ბიბლიოთეკაში
ლელა ქართველიშვილი და გიორგი კეკელიძე პარლამენტის ეროვულ ბიბლიოთეკაში - Sputnik საქართველო
ლელა ქართველიშვილი და გიორგი კეკელიძე პარლამენტის ეროვულ ბიბლიოთეკაში

– ქალბატონო ლელა, როგორ ჩაიარა ღონისძიებამ?

— ძალიან კარგად ჩაიარა, კმაყოფილი ვართ. ბევრი საპატიო სტუმარი გვეწვია. სიტყვით გამოვიდნენ ამერიკის ელჩი იან კელი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე შალვა ჯაბახიძე, პროფესორი რუსუდან დაუშვილი და საზოგადოებისთვის ნაცნობი სხვა პიროვნებები. ქართველმა მოსწავლეებმა გიორგი უსანეთაშვილის ხელმძღვანელობით ალექსანდრე ქართველის მიერ შექმნილი ცნობილი თვითმფრინავების მფრინავი მოდელები წარმოადგინეს.

© Photo: courtesy of Lela Kartveliგახსნის ცერემონიაზე წარმოდგენილი თვითმფრინავების მოდელები
გახსნის ცერემონიაზე წარმოდგენილი თვითმფრინავების მოდელები - Sputnik საქართველო
გახსნის ცერემონიაზე წარმოდგენილი თვითმფრინავების მოდელები

– საქართველოში ან უცხოეთში თუ ჰყავს ალექსანდრე ქართველს პირდაპირი შთამომავალი?

— მისი პირდაპირი და ერთადერთი შთამომავალი არის მისი დისშვილი, ცნობილი მხატვარი, ბატონი დიმიტრი ერისთავი, რომელიც დღეს თბილისში ცხოვრობს და უკვე ასაკშია. საზოგადოების დაარსების იდეა თავიდან მას გავუზიარე. ის ჩემთან ერთად ალექსანდრე ქართველის საერთაშორისო საზოგადოების დამფუძნებელი და თანაპრეზიდენტია. ალექსანდრე ქართველს შვილები არ ჰყოლია, ძალიან გვიან შეირთო ცოლად ამერიკელი ქალბატონი, რომელიც მანამდე მისი პირადი მდივანი იყო. ბავშვი არ შეეძინათ, ასე რომ, ამერიკაში არავინ დარჩა. საქართველოში ალექსანდრე ქართველის საზოგადოება 2013 წელს დავაარსეთ.

© Photo: courtesy of Lela Kartveliალექსანდრე ქართველი
ალექსანდრე ქართველი  - Sputnik საქართველო
ალექსანდრე ქართველი

მანამდე ორი წელი ოფიციალური რეგისტრაციის გარეშე ვმოღვაწეობდით. ჩვენი მთავარი მიზანი ამ დიდებული ადამიანის ცხოვრებისა და საქმიანობის კვლევაა. ამ მიზნით ვთანამშრომლობდით ექსპერტებთან – ქალბატონ რუსუდან დაუშვილთან, რომელიც ემიგრაციის თემაზე მუშაობს და რეჟისორთან, ბატონ რამაზ ბლუაშვილთან, რომელმაც ამერიკაში, რისი მოპოვებაც შეიძლებოდა, ყველაფერი მოიპოვა და დღეს მისი მეშვეობით ალექსანდრე ქართველზე ქართულმა საზოგადოებამ ბევრი რამ შეიტყო. რეჟისორმა მოძებნა მისი საფლავი და არქივი, საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გავიდა რამდენიმე ფილმი და სიუჟეტი. ამერიკის პენტაგონსა და სახელმწიფო დაზვერვის დეპარტამენტში მასზე დაცულ მასალებს გრიფი „საიდუმლო“ ადევს.

© Photo: Courtesy of Lela Kartveliალექსანდრე ქართველის კაბინეტის გახსნის დროს
ალექსანდრე ქართველის კაბინეტის გახსნის დროს - Sputnik საქართველო
ალექსანდრე ქართველის კაბინეტის გახსნის დროს

– საქართველოში თუ მიაკვლიეთ რაიმე დოკუმენტს?

— რადგან ალექსანდრე ქართველის და მისი დის ოჯახი საბჭოთა უშიშროების მიერ იდევნებოდა, მისი არქივებიც განადგურებული აღმოჩნდა. სამი წლის წინ საქართველოს ეროვნულ არქივთან ვითანამშრომლეთ. სამთვიანი კვლევების შემდეგ მივაგენით მის ხელნაწერს, განცხადებას, რომელშიც ის მაშინდელ განათლების მინისტრს მიმართავდა თხოვნით, რომ საზღვარგარეთ სასწავლებლად წასულიყო. იუნკერთა სასწავლებლის წარჩინებული კურსდამთავრებული გახლდათ და სკოლის დამთავრების ატესტატში  „კარტველოვით“ მოიხსენება — კარგად იცით, რომ ეს იმდროინდელი საბჭოთა იდეოლოგიის შედეგია. ამერიკაშიც ყველას რუსი ეროვნების ეგონა. ატესტატში ყველა შეფასება ფრიადზე აქვს. სხვა დოკუმენტი საქართველოში არ მოიძებნა. ვფიქრობთ, იქნებ, საეკლესიო არქივებშია რაიმე შემორჩენილი.

© Photo: Courtesy of Lela Kartveliალექსანდრე ქართველის კაბინეტის გახსნის დროს
ალექსანდრე ქართველის კაბინეტის გახსნის დროს - Sputnik საქართველო
ალექსანდრე ქართველის კაბინეტის გახსნის დროს

ფაქტი ისტორიიდან: ამერიკის საჰაერო ძალების თვითმფრინავის შემქმნელები ქართველები არიან

1927 წელს ამერიკელმა მულტიმილიონერმა ჩარლზ ლევინმა ქართველიშვილი ნიუ-იორკში სამუშაოდ მიიწვია. 1928 წელს მან მუშაობა დაიწყო ცნობილ კომპანიაში Fokker American Company. 1931 წელს იგი წარმოშობით ასევე ქართველს, საავიაციო საქმის მეორე ცნობილ ინჟინერს ალექსანდრე სევერსკის შეხვდა. ეს უკანასკნელი იმ დროისთვის პოპულარული კორპორაციის Seversky Aircraft Corporation პრეზიდენტი და მთავარი ინჟინერი იყო. კორპორაციას 1939 წელს შეეცვალა სახელი და Republic Aviation Company დაერქვა. ქართველიშვილი ამ კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი გახდა. ქართველიშვილმა და სევერსკიმ ერთად შექმნეს რამდენიმე თვითმფრინავი, ხოლო მეორე მსოფლიო ომის დროს თვითმფრინავი P-47, რომელიც ომის ბოლო წლებში შეერთებული შტატების საჰაერო ძალების ერთ-ერთ მთავარ თვითმფრინავს წარმოადგენდა.

– ქალბატონო ლელა, თქვენმა საზოგადოებამ ალექსანდრე ქართველის პოპულარიზაციისთვის დიდი სამუშაო ჩაატარა, რისი შედეგიცაა მთელი რიგი ღონისძიებები…

— მისი სახელის პოპულარიზაცია 2012 წლიდან დავიწყეთ. 2013 წელს მისი დაბადების დღე, 9 სექტემბერი პირველად აღვნიშნეთ. ეს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით მოხდა. ამ დღეს სამინისტრომ მიუძღვნა პირველი ავია-შოუ, საოცარი სანახაობა, რომელსაც მთავრობის წარმომადგენლობა, დიპლომატიური კორპუსი, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები ესწრებოდნენ. ამის შემდეგ ორგანიზაცია ყოველ სექტემბერს აწყობს ავიაციის კვირეულს მისი დაბადების დღიდან — 9 სექტემბრიდან ქართული ავიაციის დაბადების დღემდე, ანუ 19 სექტემბრამდე. ძალიან დატვირთული კვირეული გვაქვს ხოლმე. წლევანდელი ჩავარდნა ჩემი პირადი მიზეზით იყო განპირობებული. ალექსანდე ქართველიშვილი 1974 წელს ნიუ-იორკში გარდაიცვალა.

ფაქტი ისტორიიდან: ალექსანდრე ქართველი – ამერიკის საინჟინრო აკადემიის წევრი

ავიამშენებლობის და აერონავტიკის დარგში დიდი დამსახურებისთვის ქართველ ინჟინერს მიღებული აქვს აშშ-ის მეცნიერების ეროვნული მედალი. იგი აშშ-ის საინჟინრო აკადემიის საპატიო წევრად იყო არჩეული.

© Ministry of Defence of Georgiaალექსანდრე ქართველის ბარელიეფი თბილისში
Барельеф грузинского авиаконструктора Александра Картвели (Картвелишвили) - Sputnik საქართველო
ალექსანდრე ქართველის ბარელიეფი თბილისში

– სასიხარულოა, რომ ბათუმის აეროპორტს ალექსანდრე ქართველის სახელი მიენიჭა…

— ამით ძალიან დიდი საქმე გაკეთდა. თავდაპირველად ჩვენი იდეა იყო, რომ ეს სახელი თბილისის აეროპორტისთვის მიენიჭებინათ, მაგრამ რადგან მას რუსთაველის სახელი ეწოდა, გადაწყდა, რომ ალექსანდრე ქართველის სახელი ბათუმის აეროპორტისთვის მიენიჭებინათ. ავიაციის კვირეულის ფარგლებში ჩვენ ბევრი ინიციატივა განვახორციელეთ, მათ შორის იყო მისი პირველი ბარელიეფის გახსნა. ის ყოფილი 31-ე საავიაციო ქარხნის ფასადზეა. გარდა ამისა, ამ ქარხანას და მის წინ არსებულ სკვერსაც ალექსანდრე ქართველის სახელი მიენიჭა. ორ კვირაში რამდენიმე ხნით ამერიკაში მივემგზავრებით და იქ გარკვეული კვლევის ჩატარებას ვგეგმავთ. ამაში ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩაერთვება. ასევე გვეხმარება საელჩო, ბატონი დავით ბაქრაძე უკვე ჩავაყენეთ საქმის კურსში. ამ ეტაპზე გარკვეული მუშაობა ბატონ რამაზ ბლუაშვილსაც აქვს დაწყებული. ჩვენთვის მისი პირადი არქივია მეტად საინტერესო. იმედი გვაქვს, რომ ამ საამაყო მამულიშვილზე მომავალში ბევრ ახალ საინტერესო ფაქტს აღმოვაჩენთ.

 

ყველა ახალი ამბავი
0