საქართველოს ეკონომიკა საგარეო შოკიდან გამოდის

გამოწერა
საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყნის საბანკო სისტემაზე მუდმივ კონტროლს ახორციელებს.

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა, ტენდენციებიდან და გამოწვევებიდან გამომდინარე, ქვეყანაში არსებული საფინანსო სისტემა შეაფასა როგორც სტაბილური, განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი აფასებს და აანალიზებს საგარეო რისკებს, ადგილობრივ მაკროსაფინანსო გარემოს, შიდა მეურნეობებისა და კომპანიების რისკებს, საბანკო და არასაბანკო სექტორების სისტემურ რისკებს.

თბილისი - Sputnik საქართველო
გამართლდება თუ არა პროგნოზები: საქართველოს ეკონომიკა კვლავ იზრდება

„გლობალურად და რეგიონში ვითარების გაუმჯობესების ფონზე საქართველოს ეკონომიკა საგარეო შოკიდან გამოსვლას განაგრძობს. კომიტეტი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია საკრედიტო ზრდა იყოს ეკონომიკური აქტივობის თანაზომიერი და  სესხების ზრდა ხელს უწყობდეს ეკონომიკის მდგრად ზრდასა და მოსახლეობის კეთილდღეობას ისე, რომ არ დაგროვდეს ფინანსური სტაბილურობის ჭარბი რისკები", — განაცხადა გვენეტაძემ.

მისი სიტყვებით, კომიტეტმა სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება კონტრციკლური ბუფერის უცვლელად, 0%-ზე დატოვების შესახებ, გამომდინარე იქიდან, რომ მიმდინარე პერიოდში საერთო დაკრედიტების ზრდა შესაბამისობაშია ნომინალური მშპ-ის ზრდასთან.

მან აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი გადავიდა შეთანხმებაზე „ბაზელი III“ — საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის დოკუმენტი 2010-2011 წ.

„ბაზელი III“-ის მიზანია საბანკო სისტემის დაცვა დაკრედიტების ჭარბი ზრდისას წარმოქმნილი სისტემური რისკებისგან.

„საქართველოს ეროვნული ბანკი მუდმივად  აგრძელებს ფინანსური სტაბილურობის მონიტორინგს და აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს შესაძლო რისკების მინიმალიზაციისთვის“, — განაცხადა გვენეტაძემ.

ყველა ახალი ამბავი
0