გამართლდება თუ არა პროგნოზები: საქართველოს ეკონომიკა კვლავ იზრდება

გამოწერა
საქართველოს ეკონომიკის ზრდის ძირითადი სტიმული იანვარში მშენებლობა, ტურიზმი და ექსპორტი იყო.

თბილისი, 2 მარტი — Sputnik. წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის იანვარში ეკონომიკურმა ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4,4% შეადგინა, აღნიშნულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.

2017 წლის იანვარში ეს მაჩვენებელი 4,8%-ს შეადგენდა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი - Sputnik საქართველო
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოს მთავრობით კმაყოფილია

„საქსტატის" მონაცემებით, იანვარში ზრდა შეინიშნებოდა გადამამუშავებელ მრეწველობაში, კომუნალურ, სოციალურ და პერსონალურ მომსახურებაში, მშენებლობაში, ვაჭრობაში, სასტუმრო და რესტორნის ბიზნესში.

ამავდროულად, ვარდნა შეინიშნება ტრანსპორტის სფეროში, ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის წარმოებასა და განაწილებაში. კავშირგაბმულობის სფეროში.

სტატისტიკის სამსახური აღნიშნავს, რომ გასულის წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა დაფიქსირდა საგარეო სავაჭრო ბრუნვაში — 20,2%-ით, რაც ექსპორტისა და იმპორტის ზრდაზე მეტყველებს.

ასევე, იანვარში 4,4%-ით გაიზარდა ახალი საწარმოების დარეგისტრირების რაოდენობა და 12%-ით — უკვე არსებული საწარმოების ბრუნვა.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) 2018 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდას 4,5%-ის დონეზე პროგნოზირებს. ბანკის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკის ტემპი მაღალი საექსპორტო მაჩვენებლებისა და მზარდი ტურიზმის ფონზე იმატებს.

ყველა ახალი ამბავი
0