საქართველოს თავდაცვის მინისტრი სომეხ კოლეგას შეხვდა

© BF / Ministry of Defence of Georgiaსომხეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრები - ვიგენ სარგსიანი და ლევან იზორია
სომხეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრები - ვიგენ სარგსიანი და ლევან იზორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის უწყებებს შორის კავშირი უფრო ნაყოფიერი და ინტენსიური გახდება.

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. საქართველოსა და სომხეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობასა და ურთიერობის კიდევ უფრო გაღრმავების შესახებ ისაუბეს საქართველოს თავდაცვის მინისტმა, ლევან იზორიამ და მისმა სომეხმა კოლეგამ, ვიგენ სარგსიანმა, სომხეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში.

საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, სომხეთის რსპუბლიკაში ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტთ იმყოფებოდა.

„საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში მჭიდრო კავშირი აქვთ. 2018 წელს ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის კავშირი უფრო ნაყოფიერი და ინტენსიური გახდება“, — ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ოთხი ქვეყნის სამხედოები სამთო მომზადებას საჩხერის ბაზაზე გადიან - Sputnik საქართველო
სომეხი სამხედროები თხილამურებზე დგომას საქართველოში სწავლობენ

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანს. შეხვედრისას კვირიკაშვილმა და სარგსიანმა ეკონომიკურ და ტურისტულ სფეროში არსებულ პოზიტიურ დინამიკაზე გაამახვილეს ყურადღება. გიორგი კვირიკაშვილი, ასევე, შეხვდა სომხეთის პრემიერ-მინისტრ კარენ კარაპეტიანს, რომელთანაც თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილა. კარაპეტიანთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები ორი ქვეყნის მთავრობების წევრთა მონაწილეობით, გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი სომხეთში 2017 წლის დეკემბერში იგეგმებოდა, თუმცა მაშინ მეზობელ რესპუბლიკაში სტუმრობა საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობისადმი პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადების პროცედურის გამო გადაიდო.

საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 17 ივლისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, კავშირგაბმულობის, ტურიზმისა და სხვა სფეროებში.

ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მოქმედებს, სომხეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პერტნიორების ათეულში შედის. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2018 წლის იანვარში 42,2 მილიონი დოლარი შეადგინა.

 

ყველა ახალი ამბავი
0