სომეხი სამხედროები თხილამურებზე დგომას საქართველოში სწავლობენ

© Facebook / Ministry of Defence of Georgiaოთხი ქვეყნის სამხედოები სამთო მომზადებას საჩხერის ბაზაზე გადიან
ოთხი ქვეყნის სამხედოები სამთო მომზადებას საჩხერის ბაზაზე გადიან - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოთხი ქვეყნის სამხედოები სამთო მომზადებას ქართულ ბაზაზე გადიან

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ხუთი სომეხი სამხედრო საბაზისო კურსის ფარგლებში თხილამურებზე დგომის წესებსა და თოვლიან რელიეფზე დაბრკოლების გადალახვის ხერხებს სწავლობს, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

სომეხი სამხედროების გარდა, საბაზისო კურსში მონაწილეობენ საქართველოს, ლატვიისა და პოლონეთის სამხედრო მოსამსახურეები — სულ 12 ადამიანი. სწავლება ორშაბათს დაიწყო და 2 თებერვლამდე გასტანს.

კურსის ფარგლებში სამხედროებს ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნა და გადარჩენა, საკაცის გამოყენებით დაზარალებულის ევაკუაცია, თოვლიან რელიეფზე თავშესაფრის მოწყობა და თოვლის სახლში, ე.წ. „იგლუში“ ღამის გათენება მოუწევთ.

საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის მინისტრები ლევან იზორია და ვიგენ სარქისიანი - Sputnik საქართველო
საქართველომ სომეხ სამხედროებს საერთაშორისო წვრთნებში მონაწილეობა შესთავაზა

კურსის გავლის შემდეგ სამხედროებს ტესტირება ჩაუტარდებათ. გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მათ მიეცემათ სერტიფიკატები, სამკერდე ნიშნები და რეკომენდაცია, მონაწილეობა მიიღონ სამთო მომზადების ზამთრის შუალედურ კურსზე.

გასული წლის დეკემბერში სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს და სომხეთის თავდაცვის მინისტრების შეხვედრისას თბილისში ქართულმა მხარემ სომეხ სამხედოებს საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში სწავლებაში მონაწილეობა შესთავაზა.

საჩხერის სამთო მომზადების სკოლა 2004 დააარსეს. 2010 წელს, ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პროგრამით „პარტნიორობა მშვიდობისათვის” (Partnership for Peace) სკოლას „ნატოს განათლებისა და მომზადების ცენტრის“ სტატუსი მიენიჭა.

 სწავლების კურსის შემუშავებით დაკავებულია საფრანგეთის სამთო მომზადების ცენტრი.


ყველა ახალი ამბავი
0