საქართველომ სომეხ სამხედროებს საერთაშორისო წვრთნებში მონაწილეობა შესთავაზა

© BF / Ministry of Defence of Georgiaსაქართველოსა და სომხეთის თავდაცვის მინისტრები ლევან იზორია და ვიგენ სარქისიანი
საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის მინისტრები ლევან იზორია და ვიგენ სარქისიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამხედრო მოსამსახურეებს სომხეთიდან 2017 წელს სწავლება Agile Spirit-ში უნდა მიეღოთ მონაწილეობა, მაგრამ მათ ბოლო მომენტში უარი განაცხადეს

თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ თავის სამხედრო კოლეგა ვიგენ სარქისიანთან შეხვედრაზე იმედი გამოთქვა, რომ 2018 წელს ქართველი და სომეხი სამხედროები ერთად მიიღებენ მონაწილეობას მრავალეროვნულ წვრთნებში „ღირსეული პარტნიორი" (Noble Partner) და „მტკიცე სული" (Agile Spirit), ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

წვრთნები Noble Partner დაAgile Spirit ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოში ყოველწლიურად იმართება. ის გაიმართა 2017 წელსაც. Agile Spirit ჩატარდა 3-11 სექტემბერს. თავდაპირველად ცნობილი იყო, რომ მასში მონაწილეობა უნდა მიეღოთ სომეხ სამხედროებს, თუმცა ბოლო მომენტში ერევანმა, გაურკვეველი მიზეზების გამო, უარი განაცხადა.

"მხარეებმა საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში ქართველი და სომეხი სამხედროების მონაწილეობაზეც იმსჯელეს, რომლებიც მსოფლიო მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების პროცესში ერთმანეთის მხარდამხარ იბრძვიან. ლევან იზორიამ იმედი გამოთქვა, რომ 2018 წელს მრავალეროვნულ სწავლებებში „ღირსეულ პარტნიორსა" (Noble Partner) და „მტკიცე სულში" (Agile Spirit) ქართველი და სომეხი ჯარისკაცები მონაწილეობას ერთობლივად მიიღებენ", — ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს და სომხეთის პრეზიდენტები - Sputnik საქართველო
რა შესთავაზა საქართველოს სომხეთის პრეზიდენტმა

საუბრისას იზორიამ სომეხ სამხედროებს პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში სამთო კურსების გავლა შესთავაზა.

ეს ბოლო დროს ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების უკვე მეორე შეხვედრაა. იზორია და სარქისიანი პირველად 2016 წლის დეკემბერში შეხვდნენ ერთმანეთს თბილისში. მაშინ მათ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დარწმუნებული არიან, ქართულ-სომხური თანამშრომლობა სამხედრო სფეროში 2018 წელს უფრო ნაყოფიერი და ინტენსიური გახდება.

სომხეთის თავდაცვის მინისტრი თბილისში სომხეთის პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.

სომხეთის სახელმწიფოს მეთაური საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ის შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0