გუდაურში PeakStationCamp გაიხსნა

© Sputnik / STRINGERგუდაურში
გუდაურში - Sputnik საქართველო
გამოწერა
PeakStationCamp-ზე პროფესიულ შეჯიბრებებს რუსეთის ოლიმპიური ნაკრების წევრები ნიკიტა ავტანეევი და ვლად ხადარინი ჩაატარებენ

თბილისი, 3 მარტი— Sputnik. საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურში გაიხსნა ბანაკი PeakStationCamp-ი, სადაც იკრიბებიან  სნოუბორდისტები და მოთხილამურეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან, აცნობეს „Sputnik–საქართველოს" ღონისძიების ორგანიზატორებმა.

მონაწილეებს 10 მარტამდე ელოდებათ მასტერ-კლასები, ლექციები, ფრირაიდი და ულიმიტო ქართული სტუმართმოყვარეობა, იუწყებიან ორგანიზატორები. სპეციალურად PeakStationCamp-სთვის იგეგმება საქართველოში თანამედროვე თოვლის პარკის მშენებლობა. სნოუბორდის ვარსკვლავები არა მარტო შეეჯიბრებიან ერთმანეთს, არამედ ახალბედებს დათოვლილი მწვერვალების დაპყრობას შეასწავლიან.

გუდაური - Sputnik საქართველო
სამთო ტურიზმის მოყვარულებისთვის ახალი მობილური აპლიკაცია შეიქმნა

ბანაკის სტუმრები იხილავენ საჩვენებელ გამოსვლებს, შოუ-პროგრამებს, მასტერ-კლასებს. PeakStationCamp-ზე პროფესიონალურ შეჯიბრებებს ჩაატარებენ სნოუბორდისტები იგორ კულაკოვი, დმიტრი რაჩილინი, მარია რიბენკოვა, ასევე რუსეთის ოლიმპიური ნაკრების წევრები ნიკიტა ავტანეევი, ვლად ხადარინი და მოთხილამურეები ოლეგ გუჩი, გრიგორი ფუზეევი და არკადი კაზაკოვი.

სტუმრებს ქართველი და უცხოელი დიჯეები და შემსრულებლები გაართობენ.

PeakStationCamp-ი — ეს არის საშუალება მოყვარულებისა და პროფესიონალების ერთ სივრცეში შეკრების, გაცნობის, საკუთარი ძალების მოსინჯვის, რაღაც ახლის შესწავლისა და სასიამოვნოდ დროის გატარებისთვის. კემპის ყველა მონაწილეს წვდომა ექნება სნოუპარკზე, გარდა ამისა, საშუალება მიეცემა მონაწილეობა მიიღოს ყველა აქტივობაში და, ამასთან, კურორტის სასტუმროებსა და ჰოსტელებში სპეციალური პირობებით ისარგებლოს. 

ღონისძიების ოფიციალური საინფორმაციო პარტნიორია საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik–საქართველო“.

ღონისძიების ბილეთების შეძენა შესაძლებელი ონლაინ, ვებგვერდზე tkt.ge.

გუდაური საქართველოს ზამთრის კურორტებისგან ერთ–ერთი თანამედროვე და განვითარებულია, რომელიც უცხოელ ტურისტებსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. გუდაურში 22 სათხილამურო ტრასა და 16 საბაგირო გზაა.


ყველა ახალი ამბავი
0