ქაბულში ავსტრალიის საელჩოსთან აფეთქებისას სამი ადამიანი დაიღუპა

© REUTERS / Mohammad Ismailავღანეთის პოლიცია ქაბულში აფეთქების ადგილს ათვალიერებს
ავღანეთის პოლიცია ქაბულში აფეთქების ადგილს ათვალიერებს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქაბულში ავსტრალიის საელჩოს მანქანებთან ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა, თანამშრომლები არ დაშავებულან

თბილისი, 2 მარტი — Sputnik. სამი ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე 22 დაშავდა ქაბულში ავსტრალიის საელჩოსთან ძლიერი აფეთქების შედეგად, იუწყება РИА Новости ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით.

აფეთქება პარასკევ დილით ქაბულში PD9 რაიონში მოხდა. ავღანეთის შსს-ს წარმომადგენლის, ნაჯიბ დანიშის თქმით, ასაფეთქებელი მოწყობილობა მანქანაში იყო ჩადებული.

ლონდონი - Sputnik საქართველო
ტერაქტები ლონდონში: პოლიციამ 12 ეჭვმიტანილი დააკავა

აფეთქების მიზანი, სავარაუდოდ, უცხოური ძალების ბადრაგი გახდა. ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯული ბიშოპის განცხადებით, დიპლომატიური მისიის თანამშრომლები არ დაშავებულან.  

„დღეს ავსტრალიის საელჩოს ავტომობილებთან ახლოს აფეთქდა ავტომობილი, რომელშიც თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო ჩადებული. საელჩოს თანამშრომლებიდან არავინ დაშავებულა“, — ნათქვამია განცხადებაში.

ამ დროისათვის არცერთ დაჯგუფებას აფეთქებაზე პასუხისმგებლობა თავის თავზე არ აუღია.


ყველა ახალი ამბავი
0