ტერაქტები ლონდონში: პოლიციამ 12 ეჭვმიტანილი დააკავა

© AFP 2024 / Daniel Sorabjiლონდონი
ლონდონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შაბათს ლონდონში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით პოლიციამ კვირას 12 ადამიანი დააკავა.

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. ლონდონში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით ბრიტანულმა პოლიციამ კვირას 12 ეჭვმიტანილი  დააკავა, იუწყება Sputnik International-ი სკოტლანდ-იარდზე დაყრდნობით.

„პოლიციის კონტრტერორისტული სამმართველოს წარმომადგენლებმა ამ დილით დააკავეს 12 ეჭვმიტანილი, რომელთაც ბრალი ლონდონის ხიდთან მომხდარ ინციდენტთან კავშირში ედებათ. დაკავებები განხორციელდა ლონდონის აღმოსავლეთ რაიონში — ბარკინგში ჩატარებული ოპერაციის შედეგად“, — ნათქვამია პოლიციის განცხადებაში. 

სკოტლანდ-იარდი არ ასახელებს დაკავებულთა ვინაობას, მაგრამ სააგენტო Reuters-ი ადგილზე მყოფ ფოტოგრაფზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაკავებულთა შორის ოთხი ქალია.

„მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლიდან გამოიყვანეს ოთხი ქალი, მათ სახეები დაფარული ჰქონდათ. ისინი პოლიციის ორი მიკროავტობუსით წაიყვანეს“, — იუწყება სააგენტო.

შაბათს, საღამოს, ლონდონის ხიდზე მიკროავტობუსი გამვლელებს დაეჯახა, შემდეგ სამი შეიარაღებული ტერორისტი მიკროავტობუსიდან გადმოვიდა და გამვლელებს ცივი იარაღით დაესხა თავს. ტერორისტები ლიკვიდირებულია. ტერაქტის შედეგად  დაიღუპა 7 ადამიანი, 48 დაჭრილია, ზოგი მძიმე მდგომარეობაშია. ტერორისტების ნეიტრალიზება პოლიციამ გამოძახების მომენტიდან რვა წუთში მოახერხა.

 

ყველა ახალი ამბავი
0