წარმატებული, მაგრამ უიღბლო – კახი კალაძის მერობის ასი დღე

© FB / Kakha Kaladze Officialკახი კალაძე
კახი კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კუთვნილი 1460 დღიდან კახი კალაძეს უკვე გაუვლია მერობის 100 დღე.

უდავოდ მისასალმებელია, რომ დედაქალაქის მერმა გადაწყვიტა თბილისელებს ანგარიში ჩააბაროს, მაგრამ საპრეზენტაციოდ ძალიან ცუდი დრო იყო შერჩეული: როცა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ისევ არ გვაძლევენ, როცა შენობის ფასადიდან ჩამოვარდნილი მინის გამო 14 წლის ასლან მამედოვი დაიღუპა, როცა ბაზრობაზე ხანძრისგან ასობით ადამიანი დარჩა ულუკმაპუროდ, როცა უსაფრთხოების სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე 150 დღის წინათ ზარ-ზეიმით წარდგენილი საკრებულოს დეპუტატი დააკავა, საზეიმოდ და საამაყოდ ცოტას თუ აქვს საქმე. ამ ფონზე ამერიკულ სტილში გაზაფხულის პირველ დღეს მოსახლეობისთვის ანგარიშის ჩაბარება არც ისე სასიამოვნო იქნებოდა…

ახლა კი უფრო არსებითად – რა გაკეთდა და რა ვერ გაკეთდა ასი დღის განმავლობაში. კალაძემ თავიდანვე თქვა, რომ ფასადური ცვილებების განხორციელებას არ აპირებს. მისთვის მთავარი არსებითი ცვლილებებია.

„ასი დღის განმავლობაში შეუძლებელია ყველა იმ მასშტაბური გეგმების და პროექტების განხორციელება, რაც ჩვენ გვქონდა დაგეგმილი, თუმცა საფუძველი უკვე ჩაყრილია, რომ ეს პროექტები მომდევნო წლების განმავლობაში განვახორციელოთ", — განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძის 100 დღე: ქალაქის მერმა თბილისელებს ანგარიში საჯაროდ ჩააბარა - ვიდეოტრანსლაცია

კალაძის თქმით, ძველ თბილისში უკვე დაიწყო მასშტაბური პროექტების განხორციელება. დედაქალაქს უკვე დაემატა ახალი სამარშრუტო ხაზები…

თუმცა, ყველაზე სასიხარულო ინფორმაცია მაინც დაპირების სახისაა. „ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ „შტადლერის" საწარმო საქართველოში გადმოვიდეს. „შტადლერთან" მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომ ვაგონების წარმოება და აწყობა მოხდეს საქართველოში. საუბარია როგორც მეტროს, ასევე სარკინიგზო ვაგონებზე. თუ ჩვენ ამ მოლაპარაკებებს წარმატებით დავასრულებთ, მგონია, რომ ეს ჩვენი ქვეყნისთვის იქნება წინგადადგმული ნაბიჯი”, — განაცხადა კალაძემ. მისი ინფორმაციით, ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები იმის თაობაზე, რომ საქართველოში ავტობუსებიც აეწყოს. ეს კი დამატებით სამუშაო ადგილებს და რამდენიმე ასეული ოჯახის ბედნიერებას მაინც ნიშნავს და ვნახოთ…

სამშენებლო სამუშაოები ნარიყალას ძირში - Sputnik საქართველო
კალაძე ნარიყალასთან დაკავშირებით: მგონია, რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაულია

კალაძის „ლაივის“ დროს „ფეისბუქზე“ კომენტარებიდან კარგად ჩანდა, რომ თბილისის მოსახლეობა მისდამი მეტ-ნაკლებად უფრო მეტი სიმპათიითაა განწყობილი, ვიდრე სხვა პოლიტიკოსების მიმართ, თუმცა კრიტიკა აქა-იქ მაინც გამოკრთოდა.

თბილისის მერის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაცია ძირითადად წინასაარჩევნო დაპირებების გამეორებას ჰგავდა. დიახ, პარლამენტმა დაიწყო სამშენებლო რეგულაციებზე ფიქრი, დიახ, ბევრი საუბარია იმაზე, რომ თბილისი აღარ დამახინჯდება და მრავალსართულიანი ბინების მშენებლობაზე ნებართვები აღარ გაიცემა, მაგრამ რა ვუყოთ უკვე გაცემულს?

ერთადერთი რეალური ამბავი, რაც შეიძლება ადამიანმა იგრძნოს, ვაკეში ნაგვის ღამის საათებში გატანაა. ვიხუმრებთ და, ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, ამან უბარაქობა იცისო. საქართველოს კი უბარაქობა აღარ სჭირდება. ისედაც აქტუალურია ნიკო ლორთქიფანიძის „იყიდება საქართველო“. არადა, იყიდება და თან — იაფად, ძალიან იაფად…

თბილისის მერი კახა კალაძე ქალაქის მთავრობის სხდომაზე - Sputnik საქართველო
ხარისხი უპირველეს ყოვლისა - კალაძემ თანამშრომლებს ყურადღებისკენ მოუწოდა

იმედით მოველით 100 ახალ ავტობუსსა და მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებასაც. ბიბლიოთეკებზე ძნელია რაიმის თქმა, სანამ ზუსტად არ გაირკვევა, ამ რეფორმის არსი ბიბლიოთეკების მოდერნიზაციაა თუ ფართების პრივატიზება.

როგორც პუბლიცისტი ზაურ ნაჭყებია წერს, კვლავ მოუწესრიგებელია „სი-თი პარკის“ პრობლემა და არავინ იცის, როდის გადაიჭრება ეს საკითხი.

მოკლედ, ჩვენ ისღა დაგვრჩენია, თბილისის მერს წარმატებები ვუსურვოთ დანარჩენ 1340 დღეს თბილისისა და საქართველოს სამსახურში. და კიდევ ერთი — სოციალური სიდუხჭირე და უმუშევრობა ის გლობალური პრობლემებია, რაც დედაქალაქს ყველაზე მეტად აწუხებს და რასაც კალაძე მარტო ასჯერ ასი დღის განმავლობაშიც ვერ გადაჭრის.

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

ყველა ახალი ამბავი
0