თბილისის 32 ქუჩაზე ნაგვის გატანის ახალი წესი ამოქმედდა

© Sputnik / Alexander Imedashviliნაგვის მანქანა
ნაგვის მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქუჩების „საცობებისგან“ განტვირთვის მიზნით ვაკის რაიონში საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა მხოლოდ ღამის საათებში მოხდება.

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. თბილისის მერია ხუთშაბათიდან საპილოტე პროექტს იწყებს, რომლის ფარგლებშიც საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა 32 ქუჩაზე საღამოს საათებში მოხდება.

პროექტი განხორციელდება ვაკის პარკიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსამდე ჭავჭავაძის გამზირზე და მის მიმდებარე ქუჩებზე. ნაგავშემკრები კონტეინერების დაცლა 22:00 საათიდან დაიწყება.

„იმისთვის, რომ საპილოტე პროექტმა გაამართლოს და ჩვენ მოძრაობის განტვირთვა შევძლოთ, მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა მაქსიმალურად იყოს ჩართული, რათა მათ გაითვალისწინონ და კონტეინერები ღამის საათებში და არა დღის განმავლობაში შეავსონ. რა თქმა უნდა, ეს კონკრეტული მიმართულება ვერ შეძლებს „საცობების“ პრობლემის მოგვარებას და ამისთვის კომპლექსური მიდგომაა აუცილებელი, თუმცა, იგი შესაბამისი ნაწილია იმისა, რომ გარკვეულწილად ჩვენ შევძლოთ ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე მოძრაობის განტვირთვა", — განაცხადა ქალაქის მერმა კახა კალაძემ.

საცობები თბილისში - Sputnik საქართველო
როგორ დარეგულირდება საცობები: რაზე შეთანხმდნენ თბილისის მერი და შს მინისტრი

საპილოტე პროექტი განხორციელდება ჭავჭავაძის გამზირზე, ასევე აბაშიძის, ფალიაშვილის, ბერძენიშვილის, მუხაძის, კავსაძის, ბაზალეთის, ერისთავის, ნაფარეულის, ბარნოვის, არაყიშვილის, ტ. ტაბიძის, რადიანის, მცხეთის, შატბერაშვილის, ჯანაშვილის, ქუთათელაძის, ატენის, რაზმაძის, ელიავას, ცხვედაძის, მარუხის გმირების, ქობულეთის, ჩოლოყაშვილის, რამიშვილის, გაბაშვილის, ყიფშიძის, აბულაძის, მარაბდის, მოსეშვილის, დარიალის და კეკელიძის ქუჩებზე.

საპილოტე პროექტის წარმატების შემთხვევაში კალაძე არ გამორიცხავს პროექტის თბილისის სხვა რაიონებშიც განხორციელებას.

დღეს თბილისს 290 ერთეული სპეცტექნიკა ემსახურება. გარდა ამისა, „თბილსერვის ჯგუფმა" 2017 წლის ზაფხულში მთელი ქალაქის მასშტაბით 10 ათასზე მეტი ნაგვის ახალი კონტეინერი დადგა. დღეს თბილისში 18,9 ათასი ასეთი კონტეინერია.

ყველა ახალი ამბავი
0