სასჯელი საზოგადოებრივ ადგილებში გინებისთვის შეიძლება გამკაცრდეს

© FB / Giorgi Kvirikashviliსაქართველოს პოლიცია
საქართველოს პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
შსს პოლიციის დაუმორჩილებლობისა და შეურაცხყოფისთვის თავისუფლების აღკვეთის შეფარდების წინადადებით გამოდის.

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტს შესთავაზა სასჯელის გამკაცრება ისეთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, როგორიცაა წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, კანონპროექტის მიზანია მოქალაქეებს შორის წვრილმანი ხულიგნობისა და სახელმწიფოს წარმომადგენლის განკარგულების ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტების შემცირება სანქციების გაზრდისა და კანონისადმი დამორჩილების ხარისხის გაზრდის გზით.

გია მეფარიშვილი - Sputnik საქართველო
არის თუ არა ჩვენი კანონმდებლობა რეალობას მორგებული და რატომ არ ვართ კანონმორჩილები?

წარმოდგენილი შესწორებების თანახმად, ჯარიმა წვრილმანი ხულიგნობისთვის 100 ლარიდან გაიზრდება 500-დან 1000 ლარამდე.

წვრილმან ხულიგნობაში ქართული კანონმდებლობა გულისხმობს გინებას საზოგადოებრივ ადგილებში, შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას მოქალაქეების მიმართ ან სხვაგვარ ქმედებებს, რომლებიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეების სიმშვიდეს.

სამართალდამცველი ორგანოს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლის, პენიტენციური დაწესებულების პოლიციელის ან მოსამსახურის მოთხოვნის დაუმორჩილებლობა ან სიტყვიერი შეურაცხყოფა და/ან სხვა სახის შეურაცხყოფა დაისჯება ერთიდან ოთხ ათას ლარამდე ჯარიმით, ან 15-დღიანი პატიმრობით.

ამჟამად ამ ქმედებებისთვის 250-დან 2 000 ლარამდე ჯარიმაა გათვალისწინებული.

ყველა ახალი ამბავი
0