რა ელოდებათ პოლონეთში პოლიციასთან ჩხუბის გამო დაკავებულ ქართველებს?

© photo: Sputnik / Mikhail Voskresensky / გადასვლა მედიაბანკშივარშავა
ვარშავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
13 დაკავებულიდან რვა მათგანს ათ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. პოლონეთში პოლიციელებთან ინციდენტის გამო დაკავებულთა ნაწილს, რომელთა შორის საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მოქალაქეები არიან, ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, იუწყება უკრაინული ტელეარხი NewsOne პოლონურ მასმედიაზე დაყრდნობით.

ინციდენტი პოლონურ ქალაქ ზგიეჟში 23 თებერვალს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის ორმა თანამშრომელმა 13-კაციანი ჯგუფი შეამჩნია, რომლებიც ალკოჰოლს იღებდნენ და აგრესიულად იქცეოდნენ. პოლიციელებმა შეკრებილებს დოკუმენტების წარდგენა მოსთხოვეს, მამაკაცები კი, თავის მხრივ, მათ თავს დაესხნენ, ერთი პოლიციელი წააქციეს და ცემა დაუწყეს.

ესპანეთის პოლიცია - Sputnik საქართველო
ესპანეთში დანაშულებრივი დაჯგუფების წევრი საქართველოს მოქალაქე ქალბატონი დააკავეს

მეორე სამართალდამცველმა ჰაერში გაისროლა, თუმცა ამან სიტუაცია მხოლოდ დროებით განმუხტა. მამაკაცებმა პოლიციელებს ქვების სროლა დაუწყეს და წაქცეულის ცემა გააგრძელეს. ამის გამო მეორე პოლიციელმა ბოროტმოქმედებს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც ხუთი თავდამსხმელი დაიჭრა, ყველა – ფეხებში.

დაკავებულთა შორის შვიდი უკრაინის, ხუთი საქართველოსა და ერთი მოლდოვის მოქალაქეა. ტელეარხის არაოფიციალური ინფორმაციით, მათი ასაკი 20-დან 45 წლამდეა. პოლონეთში ისინი სამუშაოდ იყვნენ წასული.

პოლიციელებზე თავდასხმისთვის 13 დაკავებულიდან რვას 10 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება. ამასთან, შვიდი მათგანი დაკავებულია, ერთი კი პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ არც ერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

ყველა ახალი ამბავი
0