ესპანეთში დანაშულებრივი დაჯგუფების წევრი საქართველოს მოქალაქე ქალბატონი დააკავეს

© REUTERS / Albert Geaესპანეთის პოლიცია
ესპანეთის პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
დანაშაულებრივი დაჯგუფება ძარცვავდა მარტოხელა, ან ალცჰეიმერით ან პარკინსონით დაავადებულ ადამიანებს.

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. ბარსელონასა და ბადალონში თაღლითობის, ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით საქართველოს ერთი და ესპანეთის სამი მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია კატალონიის პოლიციის განცხადებაში.

ბრალდებულები 22 თებერვალს დააკავეს, თუმცა ფაქტის შესახებ ცნობილი ორშაბათს გახდა. სამი დაკავებული სასამართლომ გამოძიების დასრულებამდე გაათავისუფლა, ხოლო ერთი – ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების ხელმძღვანელი პატიმრობაში დატოვა. 

ესპანეთის პოლიცია - Sputnik საქართველო
ესპანეთში საქართველოს სამი მოქალაქე დაკავეს

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულები გასაქურდად ირჩევდნენ სახლებს, სადაც მარტოხელა, ან პარკინსონითა და ალცჰეიმერით დაავადებული ადამიანები ცხოვრობდნენ.

ისინი სახლის მეპატრონეებს ეცნობოდნენ როგორც გაზის კომპანიის თანამშრომლები, შედიოდნენ სახლში და ძარცვავდნენ.

დაჯგუფების ყველა წევრს საკუთარი როლი ჰქონდა. საქართველოს მოქალაქე ქალბატონი მსხვერპლს როგორც კომპანიის თანამშრომელი უკავშირდებოდა და გაზგაყვანილობის შემოწმების მიზნით მათი თანამშრომლის ვიზიტის შესახებ აფრთხილებდა.

ესპანურმა პოლიციამ ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღო 240 ევრო, ძვირფასი ქვები, მობილური ტელეფონები, საბანკო ბარათები, მსხვერპლთა მონაცემების შემცველი სხვადასხვა დოკუმენტაცია, ნოუთბუქი, ცეცხლსასროლი იარაღი საბრძოლო მასალით და გაზის კომპანიის ლოგოტიპიანი ტანსაცმელი. 

ყველა ახალი ამბავი
0