თუ „მარშრუტკით" გინდათ მგზავრობა, გაჩერებაზე დაელოდეთ

© Sputnik / Alexander Imedashviliსამარშრუტო მიკროავტობუსები
სამარშრუტო მიკროავტობუსები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მერია იმედოვნებს, რომ სამარშრუტო ტაქსებისთვის დაწესებული ახალი წესები ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე ტრანსპორტის ქაოტური გადაადგილების პრობლემას გადაჭრის.

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. თბილისში ახალი წესები ამოქმედდა, რომლის მიხედვით დედაქალაქის 14 ქუჩაზე სამარშრუტო მიკროავტობუსები მხოლოდ ავტობუსების გაჩერებაზე გაჩერდებიან.

აქამდე შეზღუდვა მოქმედებდა მხოლოდ ჭავჭავაძის, რუსთაველის, მელიქიშვილის გამზირებზე და კოსტავას ქუჩაზე.

1 მარტიდან სიას დაემატა ვაჟა-ფშაველას, აღმაშენებლის, ყაზბეგის, მარშალ გელოვანის, პეკინის გამზირები, გორგასლის, შარტავას, ჯორჯ ბუშის ქუჩები, დავით აღმაშენებლის ხეივანი და კახეთის გზატკეცილი.

ნაგვის მანქანა - Sputnik საქართველო
თბილისის 32 ქუჩაზე ნაგვის გატანის ახალი წესი ამოქმედდა

შეზღუდვების დაწესების ინიციატორია თბილისის მერი კახა კალაძე. ის დარწმუნებულია, რომ ეს პროექტი გარკვეულწილად გადაჭრის ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე ტრანსპორტის ქაოტური გადაადგილების პრობლემას. მერმა განაცხადა, რომ პროექტის პირველი ფაზის წარმატებით რეალიზების შემთხვევაში ის მთელ ქალაქს მოიცავს.

ამ შეზღუდვის პარალელურად საქართველოს პარლამენტში შევიდა ცვლილებების პროექტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლებიც თბილისში მიკროავტობუსების მძღოლებისთვის არასათანადო ადგილზე გაჩერებისთვის ჯარიმებს ითვალისწინებს. დარღვევის შემთხვევაში ისინი 100 ლარით დაჯარიმდებიან.

სხვა სახის ტრანსპორტს გაჩერებებზე დგომა ან გაჩერება ეკრძალება. დარღვევის შემთხვევაში ისინი 50 ლარით დაჯარიმდებიან.

თუ მძღოლი 30 დღის განმავლობაში არ გადაიხდის ჯარიმას, მას დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით.

დღეისათვის თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს დაახლოებით 1800 მიკროავტობუსი ემსახურება. დღის განმავლობაში სამარშრუტო ტაქსებით 600 ათასზე მეტი ადამიანი სარგებლობს.

ყველა ახალი ამბავი
0