საქართველოში მწეველები დათვალეს

© photo: Sputnik / Konstantin Chalabov / გადასვლა მედიაბანკშიმამაკაცი სიგარეტს ეწევა
მამაკაცი სიგარეტს ეწევა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლება ვარაუდობს, რომ თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონმდებლობა ქვეყანაში ყოველწლიურად მწეველთა რაოდენობის 1%-ით შემცირების შესაძლებლობას იძლევა

თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. დღეისათვის საქართველოს მოსახლეობაში მწეველთა რიცხვი 33%-ს შეადგენს, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძემ სტატისტიკა წარადგინა ღონიძიებაზე, რომელიც მიეძღვნა საკომუნიკაციო კამპანიას „გავთავისუფლდეთ თამბაქოს კვამლისგან!“. მისი თქმით, ამ მიმართულებით მთავრობის მთავარ მიზანს ქვეყანაში ყოველწლიურად მწეველთა რაოდენობის 1%-ით შემცირება წარმოადგენს. თუ ეს მოხერხდება, 2030 წლისთვის მწეველთა რაოდენობა 33%-დან 17-18%-მდე შემცირდება.

„თამბაქო აღიარებულია 21-ე საუკუნის ყველაზე უფრო დიდ მკვლელად. თამბაქოზე მთელ მსოფლიოში მოდის სიკვდილიანობის დაახლოებით 10% — 7 მილიონი ადამიანი ყოველწლიურად კვდება თამბაქოთი გამოწვეული ზიანით. საქართველოში ეს ციფრი პროცენტულად უფრო მაღალი გვაქვს, რადგან ჩვენთან თამბაქოს მიერ გამოწვეული ზიანით ყოველწლიურად 11 400 ადამიანი იღუპება, აქედან 2 900 პასიური მწეველია, დანარჩენი — აქტიურია“, — განაცხადა გამყრელიძემ.

აქცია თამბაქოს მოწევის წინააღმდეგ - Sputnik საქართველო
საქართველოში მწეველთა რაოდენობა იზრდება

მისი თქმით, თამბაქოს მოწევა არაგადამდები დაავადებების განვითარების ყველაზე დიდ რისკფაქტორს წარმოადგენს. პირველ რიგში ეს არის გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, გულის იშემიური დაავადება, ინსულტი, სიმსივნური დაავადებები. 

გამყრელიძემ ხაზი გაუსვა კანონის შესრულების მნიშვნელობას, რადგან მწეველთა რაოდენობის შემცირება ამაზე პირადპირ არის დამოკიდებული.

საქართველოს პარლამენტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი 2017 წლის მაისში დაამტკიცა. კანონი ძალაში 2018 წლის 1 მაისს შევა. ცვლილებების თანახმად, მოწევა აიკრძალება საზოგადოებრივ ადგილებში — ბარებში, რესტორნებში, სასტუმროებში, კაფეებსა და ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში. გამონაკლისს შეადგენს ღია ვერანდები ან ბარებისა და რესტორნების ტერასები. 

ყველა ახალი ამბავი
0