სტუდენტებს სამუშაო 25-მა ტურისტულმა კომპანიამ შესთავაზა

© FB / Georgian National Tourism AdministrationExpo Georgia-ში გამოფენა „დაგეგმე კარიერა ტურიზმის სფეროში“ გაიმართა
Expo Georgia-ში გამოფენა „დაგეგმე კარიერა ტურიზმის სფეროში“ გაიმართა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორგანიზაციებს შორის, რომლებმაც სტუდენტებს სამუშაო შესთავაზეს, წამყვანი სასტუმროები და ტურისტული კომპანიები იყო

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. ქართველი სტუდენტები, რომლებსაც ტურიზმის სფეროში სურთ მუშაობა, წარმოდგენილ ვაკანსიებს სპეციალურ გამოფენაზე „დაგეგმე კარიერა ტურიზმის სფეროში“ გაეცნენ, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

ღონისძიების მიზანს სტუდენტების ტურიზმის ინდუსტრიასთან გაცნობა წარმოადგენდა. გამოფენაზე 25 ორგანიზაცია იყო წარმოდგენილი, რომლების ტურიზმის ადმინისტრაციის კონვენციური და საგამოფენო ბიუროს წევრები არიან. მათ შორის არის წამყვანი სასტუმროები, ტურისტული და ავიაკომპანიები.

სათავგასადავლო ტურიზმის სკოლის საწვრთნელი ცენტრი გუდაურში - Sputnik საქართველო
გუდაურში სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა გაიხსნა

„ეს ღონისძიება ქართველ სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას თავისი ცხოვრება ქართულ ავიაციას დაუკავშირონ. ჩვენს კომპანიაში გამოცხადებულია საკმაოდ საინტერესო ვაკანსიები — როგორც ბორტგამცილებლის, ისე მფრინავის. ტარდება მათი სპეციალური გადამზადება უცხოეთში — ჰოლანდიაში, საფრანგეთში და სხვა ქვეყნებში. ასევე ჩვენთან ჩამოდიან მსოფლიო ტრენერები და პრაქტიკულ მეცადინეობებს ატარებენ“, — უამბო Sputnik-ს ავიაკომპანია Georgian Airways-ის საზოგადოებასთან ურთიერტობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მარიამ კარენაშვილმა.

მისი თქმით, ავიაკომპანია მზად არის სტუდენტები სტაჟირებაზე მიიღოს.

ტურისტული სააგენტო Discover Georgia-ს წარმომადგენელმა ქეთი ბარბაქაძემ ხაზი გაუსვა, რომ დღეისათვის ტურისტულ სექტორში მუშაობა ძალიან აქტუალურია, იქიდან გამომდინარე, რომ ტურისტული ნაკადი საქართველოში წლიდან წლამდე იზრდება.

ტურისტები მცხეთაში - Sputnik საქართველო
ტურისტული ბუმი: საქართველოში 14,8%-ით მეტი უცხოელი ჩამოვიდა

„აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან ახალგაზრდა კადრების მოძიებით დაინტერესებულნი ვართ. ჩვენს კომპანიაში ვთავაზობთ ისეთ ვაკანსიებს, როგორებიცაა გაყიდვების მენეჯერი, ტურების დაგეგმვის მენეჯერი (როგორც შიდა, ისე უცხოეთში). დაინტერესებულნი ვართ, რომ ავიყვანოთ სტუდენტები, ყველაფერი ვასწავლოთ და კომპანიაში განვითარების შესაძლებლობა მივცეთ“, — განაცხადა ბარბაქაძემ.

სტუდენტების დიდი რიგი დადგა კომპანია Gudauri Ski Resort-ის სტენდთან, რომელიც გუდაურში სასტუმროების ქსელს წარმოადგენს.

„ჩვენთან გამოცხადებულია რამდენიმე ვაკანსია — რეზერვაციის მენეჯერი და რეცეფციის თანამშრომელი. ძალიან ბევრი სტუდენტია, რომელიც მეოთხე კურსზე სწავლობს და დაინტერესებულია სამუშაოს მოძებნით. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა — ინგლისური და რუსული ენების ცოდნა, გახსნილობა და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება მომავალი კლიენტების მიმართ. ყველაფერ დანარჩენს ჩვენ თავად ვასწავლით, ჩვენი კომპანიისთვის კადრების მომზადება ჩენი ხელით გვირჩევნია“, — განაცხადა კომპანიის ციფრული მარკეტინგის მენეჯერმა თათული გულბიანმა.

გუდაური - Sputnik საქართველო
Bloomberg–ი სათხილამურო სპორტის მოყვარულებს გუდაურში ეპატიჟება

გამართული ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი ჩოგოვაძემ.

„უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების ასობით სტუდენტს აქვს შესაძლებლობა უშუალოდ გაესაუბრონ სასტუმროებისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებს, სადაც მათ პერსპექტივაში მუშაობა სურთ, მოიპოვონ მეტი პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება იმისათვის, რომ ტურისტულ სექტორში თავისი მომავალი სწორად დაგეგმონ“, — განაცხადა ჩოგოვაძემ ტელეარხ Imedi-ს ეთერში.

გამოფენა „დაგეგმე კარიერა ტურიზმის სფეროში“ Expo Georgia-ში გაიმართა.


ყველა ახალი ამბავი
0