ქართველი მეღვინეები უზბეკ კოლეგებს დაეხმარებიან

© photo: Sputnik / Vladimir Ostapkovich / გადასვლა მედიაბანკშიყურძნის მტევანი და ბოკალი ღვინით
ყურძნის მტევანი და ბოკალი ღვინით - Sputnik საქართველო
გამოწერა
უზბეკეთმა და საქართველომ მეღვინეობისა და მევენახეობის სფეროში თანამშრომლობის კუთხით რიგ შეთანხმებებს მიაღწიეს.

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. წამყვანი ქართველი ექსპერტები მეღვინეობისა და მევენახეობის დარგში უზბეკეთში ჩავლენ და ადგილობრივ სპეციალისტებს დაეხმარებიან, იუწყება „Sputnik-უზბეკეთი".

შესაბამისი მემორანდუმი თბილისში უზბეკეთის დელეგაციის ვიზიტის დროს გაფორმდა.

ქვევრი - Sputnik საქართველო
აღიარება: საქართველო - ღვინის სამშობლოა

შეთანხმება ითვალისწინებს გამოცდილების გაზიარებას, პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას მეღვინეობისა და მევენახეობის სფეროებში და სხვ.

უზბეკეთში გასულ წელს 20,7 მილიონი ლიტრი ნატურალური ღვინო აწარმოეს.

უზბეკეთში მეღვინეობის წარმატებული განვითარების საკვანძო საფუძველი კერძო მევენახეობაა. ამჟამად ამ ქვეყანაში 43 სახეობის ყურძნის ჯიშია გავრცელებული, აქედან 17 საღვინეა.

ამჟამად უზბეკეთში ვენახებს 140 ათას ჰექტარზე მეტი ფართობი უკავია, აქედან 45 ათასი ჰექტარი ღვინის მიმართულებისაა.

ყველა ახალი ამბავი
0