ახალწვეულის მკვლელობა – ბრალდებულს სამი წლით პატიმრობა მიესაჯა

© photo: AFP 2020 / NOEL CELISხელბორკილები
ხელბორკილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიციის საგუშაგოზე მოკლული ახალწვეული ჯარისკაცის ბექა რუსიას დედა ამტკიცებს, რომ მსჯავრდებული დავით ჯალაღანია უდანაშაულოა.

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დავით ჯალაღანია დამნაშავედ ცნო თანამოსამსახურე ბექა რუსიას დაღუპვაში და მას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, აცნობეს „Sputnik-საქართველოს" სასამართლოს პრეს-სამსახურში.

19 წლის ჯარისკაცი ბექა რუსია 2017 წლის 26 ოქტომბერს დაიღუპა. უბედური შემთხვევა მოხდა სოფელ მუჟავაში პოლიციის საგუშაგოზე, რომელიც აფხაზეთთან ადმინისტრაციულ საზღვარზე მდებარეობს. 2017 წლის 28 ოქტომბერს ბექა რუსიას სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე ბრალდება დავით ჯალაღანიას წარედგინა.

„ის (ჯალაღანია) დამნაშავედ აღიარეს 116-ე მუხლით და სამი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს", — განაცხადა სასამართლოს თანამშრომელმა.

საქართველოს მთავარი პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო
ბექა რუსიას საქმე: უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სასამართლოს განაჩენს რუსიას ნათესავები და ახლობლები არ ეთანხმებიან. ისინი მიიჩნევენ, რომ ჯალაღანია უდანაშაულოა და რუსიას დაღუპვაში საგუშაგოს უფროსს ალექსანდრე კვიჟინაძეს ადანაშაულებენ. მათი თქმით, სწორედ კვიჟინაძის ტაბელური იარაღიდან გასროლის შედეგად დაიღუპა ახალწვეული. კვიჟინაძე ამჟამად შსს-ში არ მუშაობს.

„მე ვითხოვ ალექსანდრე კვიჟინაძის დაკავებას, ვისი იარაღიც იყო, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო მფარველობს", — განაცხადა ბექა რუსიას დედამ ეკა რუსიამ ტელეარხ Rustavi2-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, ბექა რუსია 2017 წლის 26 ოქტომბერს დაიღუპა, ხოლო შსს-მ 27 ნოემბერს კომისარიატში გააგზავნა დოკუმენტი იმის შესახებ, რომ ის გათავისუფლებულია სამსახურიდან და უნდა გამოცხადდეს აბაშის კომისარიატში.

„ამის შემდეგ როგორ დავიჯერო, რომ მთავრობა აღარ მფარველობს ამ საქმეს? ბექამ, ეტყობა, რაღაცას შეასწრო და ამიტომ მოკლეს. ეს იყო დაგეგმილი მკვლელობა", — აღნიშნა ეკა რუსიამ.

საგუშაგოს უფროსის სახელი პირველად 2018 წლის იანვარში გახდა ცნობილი, როდესაც რუსიას ოჯახმა ბექა რუსიას ტელეფონიდან ვიდეოკადრები გაავრცელა. კადრებში ჩანს წოდებით უფროსი სამხედროს არასათანადო მოპყრობა ახალწვეულების მიმართ. კერძოდ, კადრებში ჩანს, როგორ იყვანს უფროსი წოდების სამხედრო წელამდე გაშიშვლებულ ახალწვეულს და მცირე ხევში აგდებს. ამან ქართულ საზოგადოებაში აღშფოთება გამოიწვია.

სამეგრელო–ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში დაიწყო გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტზე ძალადობის გამოყენებით.

ყველა ახალი ამბავი
0