მამაკაცმა მეზობელი თავში დანის ჩარტყმით მოკლა

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov / გადასვლა მედიაბანკშიმსჯავრდებული ხელბორკილით
მსჯავრდებული ხელბორკილით - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეზობლების საუბარი ჩხუბში გადაიზარდა, რომლის დროს ერთმა მეორეს დანა ჩაარტყა.

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. სენაკის რაიონულმა სასამართლომ მამაკაცი დამნაშავედ ცნო მეზობლის განზრახ მკვლელობაში და 17 წლით პატიმრობა შეუფარდა, ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საუბარია დანაშაულზე, რომელიც ბრალდებულმა 2017 წლის ივნისში ჩაიდინა. დაკავებული წარსულში არსებული უთანხმოების გარკვევის მიზნით თავის მეზობელთან შუაღამეს მივიდა.

თბილისის ხედი - სანაპირო და მეტეხის ციხე - Sputnik საქართველო
21 წლის გოგონას მკვლელობისთვის დაკავებულის ადვოკატმა შენიშვნა მიიღო

მეზობელთან დაწყებული საუბარი კონფლიქტში გადაიზარდა, რა დროსაც ბრალდებულმა ამოიღო დანა, მეზობელს თავში ჩაარტყა და  შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მეზობელი იმავე წლის ივლისში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში მეზობლის გარდაცვალებიდან მეექვსე დღეს დააკავეს. ბრალდებული ადრე განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის იყო ნასამართლევი.

მის წინააღმდეგ აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ჩადენილი არაერთგზის), რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

ყველა ახალი ამბავი
0