საქართველოს პრეზიდენტმა იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო

© FB / Giorgi Margvelashviliსაქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
25 თებერვალს საბჭოთა ოკუპაციის დღე აღინიშნება

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. საქარველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით გმირულად დაღუპული იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

პრეზიდენტმა იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკო და აღნიშნა, რომ მათ ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია.

საქართველოს დროშა პრეზიდენტის სასახლეზე - Sputnik საქართველო
საბჭოთა ოკუპაციის თარიღთან დაკავშირებით საქართველოში სახელმწიფო დროშები დაუშვეს

„ყოველ წელს ჩვენ აქ მოვდივართ იმისთვის, რომ პატივი მივაგოთ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაცემულ ჩვენს ვაჟკაცებს და აღვნიშნოთ, რომ ამ ადამიანებისათვის თავისუფლებისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის გარეშე სიცოცხლეს აზრი არ ჰქონდა. პაპაჩემიც, დათიკო ტატიშვილიც ამ ბრძოლაში დაიღუპა და მის სახელსაც ვიხსენებ როცა აქ ამოვდივარ. მათ ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ასი წლის შემდეგ ჩვენ დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველოს მიწაზე ვიხსენებთ მათ ღვაწლს, ეს ნამდვილად მათი გამარჯვებაა", — აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის დღე 2010 წლიდან აღინიშნება. 1921 წლის 25 თებერვალს თბილისში წითელი არმიის ნაწილები შემოვიდნენ, რასაც წინ ქალაქის მისადგომებთან სისხლისმღვრელი ბრძოლები უძღოდა. განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა ბრძოლა დაბა ტაბახმელასთან, სადაც მომხდურს წინააღმდეგობას ქართველი იუნკერები უწევდნენ. იუნკერები უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაიღუპნენ.თბილისში წითელი არმიის შემოჭრის შემდეგ, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა გაიქცა, დედაქალაქში კი სახალხო კომისართა საბჭო ჩამოყალიბდა. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება საბოლოოდ 1921 წლის მარტის მეორე ნახევარში დამყარდა. 


ყველა ახალი ამბავი
0