საბჭოთა ოკუპაციის თარიღთან დაკავშირებით საქართველოში სახელმწიფო დროშები დაუშვეს

© photo: Sputnik / Katerina Sovdagari / გადასვლა მედიაბანკშისაქართველოს დროშა პრეზიდენტის სასახლეზე
საქართველოს დროშა პრეზიდენტის სასახლეზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საბჭოთა რეჟიმის მმართველობამ შეიწირა საქართველოს დემოკრატიული განვითარება და ათასობით ქართველის სიცოცხლე, განაცხადა პრემიერმა

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა არმიის მიერ  საქართველოს ოკუპაციის თარიღთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშა დაშვებულია ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე მდებარე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

ჩვენი სამშობლოს უახლეს ისტორიაში 25 თებერვალი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია, ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

„97 წლის წინ ქართველი პატრიოტებისა და იუნკერების სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა წითელი არმიის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციით დასრულდა. საბჭოთა რეჟიმის მმართველობამ შეიწირა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და ათასობით ჩვენი თანამემამულის სიცოცხლე“, — აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
მარგველაშვილი აფხაზეთის „საზღვართან“ დაღუპულის ოჯახს უსამძიმრებს

განცხადებაში ნათქვამია, რომ ამის მიუხედავად, თავისუფლების იდეა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა არასოდეს ჩამქრალა ქართველ ერში და არ შეწყვეტილა ამ ღირებულებებისთვის ბრძოლა. 

„დღეს საქართველო დამოუკიდებელი, დემოკრატიული ქვეყანაა, თუმცა მისი ნაწილი ისევ ოკუპირებულია. ჩვენ არასოდეს შევეგუებით ამას და ყველა სამშვიდობო ბერკეტს გამოვიყენებთ ჩვენი ქვეყნის გასამთლიანებლად. დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ, მომავალ თაობას დავუტოვოთ ერთიანი, ძლიერი სახელმწიფო“, — ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის მიერ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია.

სახელმწიფო დროშა დაშვებულია  საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველა ქვედანაყოფის ტერიტორიაზე და სამხედრო ნაწილებში, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე მდებარე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

სახელმწიფო დროშები ყველა სახელმწიფო უწყების შენობაზე საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების საფუძველზე დაეშვა, რომლის მიხედვითაც 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ გამოცხადდა.


ყველა ახალი ამბავი
0