ქუთაისში თურქეთის მოქალაქე არასრულწლოვანი მეუღლის მკვლელობის მცდელობაზე დააკავეს

© Fotolia / Vkaraოჯახური ძალადობა
ოჯახური ძალადობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
შსს-მ ორ კვირაში ოჯახში ძალადობის ბრალდებით 18 და მეუღლის მკვლელობის მცდელობისთვის 1 პირი დააკავა

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა კახეთში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, 18 პირი დააკავეს, იუწყება სამისნიტროს პრესსამსახური.

თბილისის ხედი - სანაპირო და მეტეხის ციხე - Sputnik საქართველო
21 წლის გოგონას მკვლელობისთვის დაკავებულის ადვოკატმა შენიშვნა მიიღო

უწყების ცნობით, მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გარდა ამისა, ოჯახში ძალადობის ნიადაგზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავეს. 

გამოძიების ინფორმაციით,  ქუთაისში თურქეთის მოქალაქემ არასრულწლოვან, 2003 წელს დაბადებულ მეუღლეს ბასრი საგნით გულმკერდის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრალდებული ცხელ კვალზე, დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

გამოძიება ოჯახში ძალადობის ნიადაგზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0