თბილისში კიდევ ერთი უნივერსიტეტი დახურეს

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ხედი
თბილისის ხედი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შემოწმებამ გამოავლინა დარღვევები წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში

თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. საქართველოს უმაღლესის სასწავლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ დახურა  წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

უნივერსიტეტის ავტორიზაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება საბჭომ მონიტორინგის შედეგების მიხედვით მიიღო. უნივერსიტეტი არ აკმაყოფილებდა სტანდარტებს მატერიალური და ადამიანური რესურსებისა და საგანმანათლებლო პროგრამების კუთხით.

ამ უნივერსიტეტის სტუდენტებს ნებისმიერ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა ექნებათ.

თბილისი - Sputnik საქართველო
საქართველოში უნივერსიტეტებს ავტორიზაცია შეუჩერდა – რა ბედი ელით სტუდენტებს?

წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი საქართველოს ერთ-ერთი პირველი უნივერსიტეტია, რომელიც 1991 წელს საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების საფუძველზე გაიხსნა. უნივერსიტეტში ოცამდე სპეციალობის ფაკულტეტი ფუნქციონირებდა.

რამდენიმე დღის წინ ორ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას — სამედიცინო-სასწავლო უნივერსიტეტ „ჰიპოკრატეს“ და თბილისის საერთაშორისო აკადემიას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით ავტორიზაცია შეუჩერდა.

ექსპერტთა ჯგუფმა გამოიტანა დასკვნა, რომ აღნიშნულ სასწავლო დაწესებულებებში დაფიქსირდა დარღვევები, რომლებიც განათლების ხარისხსა და სასწავლო პროცესის წარმართვას უკავშირდება.

 


ყველა ახალი ამბავი
0