თბილისში 21 წლის გოგონას შეყვარებულმა ყელი გამოჭრა – ახალი დეტალები

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
წინასწარი ინფორმაციით, შეყვარებული გოგონას მკვლელობის ბრალდებით დაკავებული პირი დაღუპულის ოჯახის წევრებს გოგონას მოძებნაში ეხმარებოდა.

თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. 21 წლის ანა ნაცვლიშვილის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ლადო გრიგალაშვილმა დანაშაული საკუთარ თავზე აიღო, იუწყება ტელეარხი Imedi.

გარდაცვლილი გოგონა თემქის დასახლებაში ხუთშაბათს, დილით იპოვეს. გოგონას სხეულზე ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდა. ნათესავების თქმით, გოგონა სახლიდან საშინაო ტანსაცმელში სატელეფონო ზარის შემდეგ ღამით გავიდა და აღარ დაბრუნებულა.

როდესაც ნათესავებმა განგაში ატეხეს და გოგონას ძებნა დაიწყეს, ამ პროცესში ჩაერთო ეჭვმიტანილიც — ანას შეყვარებული. წინასწარი ინფორმაციით, ყელგამოჭრილი გოგონა სახლთან ახლოს ძაღლმა იპოვა, რომელსაც კვალზე გაჰყვა დაღუპულის მამა.

საპატრულო პოლიციის ავტომობილი - Sputnik საქართველო
თბილისის გარეუბანში მოკლული გოგონა იპოვეს

როგორც შსს-ში აცხადებენ, ეჭვმიტანილი თბილისში რამდენიმე საათის წინ დააკავეს, მკვლელობის იარაღი – დანა პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო.

„ამ ეტაპზე არაფრის თქმა არ შემიძლია. საქმის მასალები ჯერ არ მაქვს… თქვეს, რომ ის აღიარებს ჩადენილს, თუმცა მე უნდა მოვუსმინო მას. მარტო აღიარება ბრალდების წაყენების საფუძველი ვერ გახდება. გავარკვევ, მომხდარი ფაქტი რეალურად მისი ბრალია თუ ის სხვის მიერ ჩადენილ დანაშაულს საკუთარ თავზე იღებს და ყველაფერი ისე არ არის, როგორც ამბობენ. მე ყველაფერში უნდა გავერკვე", — განაცხადა ადვოკატმა ნაირა ოთიაშვილმა.

დაკავებულს ბრალს ოფიციალურად პარასკევს წაუყენებენ.

სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 108-ე მუხლით („განზრახ მკვლელობა") არის აღძრული, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0