საქმე „ჩაწყობილი" მატჩების შესახებ საპროცესო გარიგებით დასრულდა

© Pixabay / ErikaWittliebსაპატიმრო
საპატიმრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ჩაწყობილი" მატჩებისთვის კალათბურთის ორ მსაჯს ორ წლამდე პირობითი პატიმრობა მიესაჯა, ხოლო დანარჩენებს - ნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა.

თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. ხუთივე ბრალდებულს ე.წ. ჩაწყობილი მატჩების საქმეზე კალათბურთში ქვეყნის სუპერლიგის ფარგლებში, სადაც თითოეულ თამაშში 12 ათასი ლარი მიიღეს, გამოძიებასთან საპროცესო გარიგება გაუფორმდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საკალათბურთო კლუბ „სოხუმის" მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი თემურ დათიკაშვილი, ასევე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი და დავით ბერიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2017 წლის დეკემბერში დააკავა.

ხელბორკილები - Sputnik საქართველო
„ჩაწყობილი" თამაშები 12 000 ლარად - დაკავებულია ხუთი ადამიანი

ძმებ ირაკლი და დავით ბერიშვილებს ბრალის აღიარების სანაცვლოდ ორწლიანი პირობითი მსჯავრი და 5 000 ლარის ჯარიმა დაეკისრათ.

ვაჟა კვარაცხელიას, თემურ დათიკაშვილსა და მსაჯ ზაზა მაჩალაძეს, რომლებმაც ბრალი აღიარეს, შეეფარდათ ექვსთვიანი პატიმრობა, ერთწლიანი პირობითი მსჯავრი და 5 000 ლარის ჯარიმა დაეკისრათ.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ვაჟა კვარაცხელია და თემურ დათიკაშვილი კალათბურთის საერთაშორისო კატეგორიის მსაჯების — ზაზა მაჩალაძის, ირაკლი და დავით ბერიშვილების დახმარებით თანხის სანაცვლოდ საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის სუპერლიგის სხვადასხვა მატჩებში სასურველ შედეგს აფიქსირებდნენ. ვაჟა კვარაცხელიამ და თემურ დათიკაშვილმა თითოეულ ე.წ. ჩაწყობილ მატჩზე მოქალაქეს მოსთხოვეს 12000 ლარის გადახდა, საიდანაც 2000 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხა ლარში მსაჯებისთვის იყო განკუთვნილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სულ სამი „ჩაწყობილი" მატჩის შესახებ განაცხადა, რომლებიც 15 და 16 დეკემბერს გაიმართა.

ყველა ახალი ამბავი
0