საქართველოში „მომავლის ქალაქის" კონცეფციით ბრიტანული კომპანია დაკავდება

© Sputnik / Levan Avlabreliანაკლია
ანაკლია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ულტრათანამედროვე ქალაქის შექმნაში მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე კომპანია – BuroHappold Engineering მიიღებს მონაწილეობას.

თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. ანაკლიაში „მომავლის ქალაქის" კონცეფციის შემუშავებაზე გამოცხადებულ ტენდერში ბრიტანულმა კომპანიამ BuroHappold Engineering გაიმარჯვა.

ანაკლიაში ქალაქის განვითარება და სპეციალური ეკონომიკური ზონის შექმნა 2017 წელს საკუთარ თავზე კომპანია „ანაკლია სითიმ" (Anaklia City) აიღო, რომელიც ანაკლიის განვითარების კონსორციუმში შედის. ქალაქი საქართველოს პირველი ღრმაწყლოვანი პორტის გვერდით გაჩნდება. პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. იქვე იგეგმება საავტომობილო გზის და რკინიგზის ხაზის მშენებლობა.

საფეხმავლო ხიდი ანაკლიაში - Sputnik საქართველო
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი: საქართველო - მომავლის კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის

„ქალაქი ანაკლია თანამედროვე ტექნოლოგიებითა და მწვანე ეკონომიკის პრინციპებით განვითარდება და ის რეგიონში მნიშვნელოვანი ბიზნეს-ცენტრი გახდება. აქ განვითარდება ინდუსტრიული პარკი და სხვადასხვა მიმართლება. მოხარული ვართ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან კომპანიასთან გვექნება მუშაობის საშუალება", — განუცხადა ჟურნალისტებს კომპანია „ანაკლია სითის" აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ბოჭორიშვილმა.

სულ ტენდერში 40 კომპანია მონაწილეობდა, თუმცა ბრიტანული კომპანიის კონცეფცია „ანაკლია სითისთვის" ყველაზე მეტად მისაღები აღმოჩნდა.

BuroHappold Engineering – მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა, რომელიც ურბანულ დაგეგმარებაზე, მშენებლობის პროექტებზე, გენგეგმის შექმნასა და ქალაქების განვითარებაზე მუშაობს. კომპანიას ევროპაში, აზიასა და აშშ-ში 600-ზე მეტი პროექტი აქვს განხორციელებული.

© Sputnik / Levan Avlabreliსაფეხმავლო ხიდი ანაკლიაში
Пешеходный мост в курортном городе Анаклиа - Sputnik საქართველო
საფეხმავლო ხიდი ანაკლიაში

სხვადასხვა დროს BuroHappold Engineering მუშაობდა მუმბაიში პორტის კომპლექსზე, ლონდონის ჰაიდ-პარკზე, კალიფორნიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტსა და სხვა პროექტებზე.

რაც შეეხება ანაკლიის განვითარების კონსორციუმს, ის ანაკლიაში საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას ახორციელებს, რომელიც დასრულების შემდეგ სპეციალური ეკონომიკური ზონის სტატუსს მიიღებს. სამუშაოები 2017 წლის დეკემბერში დაიწყო.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" დააფუძნეს ქართულმა კომპანია TBC Holding-მა და ამერიკულმა კომპანია Conti International LLC-მა, რომელიც ინფრასტრუქტურისა და კაპიტალური მშენებლობის პროექტებზე მუშაობს.

საფეხმავლო ხიდი ანაკლიაში - Sputnik საქართველო
ანაკლიაში შესაძლოა ისრაელის საწარმოები გაჩნდეს

ანაკლიის პორტის განვითარება ეტაპობრივად განხორციელდება. მშენებლობის პირველ ეტაპზე, სამი-ოთხი წლის განმავლობაში დაგეგმილია აშენდეს პორტი სატვირთო გემებისთვის, კონტენეირების ტერმინალი, ჯებირი და ეზო ინტერმოდალური სარკინიგზო გადაზიდვებისთვის — პირველ ეტაპზე პორტი 900 ათასი კონტეინერის მიღებას შეძლებს. მეორე ფაზის ამოწურვის შემდეგ, 2030 წლისთვის კი პორტის გამტარუნარიანობა 14 მლნ ტონა ტვირთზე მეტი იქნება.

კონსორციუმის მონაცემებით, ყველა, ცხრა ფაზის ამოწურვის შემდეგ პორტი შეძლებს 100 მლნ-ზე მეტი ტონა ტვირთის მიღებას. ყველა ეტაპის განხორციელებისთვის 50 წელზე მეტი იქნება საჭირო.

ანაკლიის ინდუსტრიული ზონა რკინიგზის მაგისტრალისა და საავტომობილო გზის საშუალებით მთლიანად იქნება ინტეგრირებული როგორც პორტთან, ისე რეგიონულ და ეროვნულ ინფრასტრუქტურასთან. გარდა ამისა, ანაკლიის პორტის სისტემაში იგეგმება ქუთაისის აეროპორტთან ინტეგრირება, რომელიც პორტიდან 90 კილომეტრში მდებარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0