ანაკლიაში შესაძლოა ისრაელის საწარმოები გაჩნდეს

© Sputnik / Levan Avlabreliსაფეხმავლო ხიდი ანაკლიაში
საფეხმავლო ხიდი ანაკლიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ისრაელის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ისრაელელი ინვესტორები საქართველოს სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროებით დაინტერესდნენ.

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ისრაელის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა შრაგა ბროშმა ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე ისრაელის საწარმოების შესაძლო განთავსებაზე იმსჯელეს, აღნიშნულია მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

Инфраструктурные работы в Уреки - Sputnik საქართველო
ანაკლიასა და ურეკში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობა შენდება

საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. ის დასრულების შემდეგ სპეციალური ეკონომიკური ზონის სტატუსს მიიღებს. პორტის მშენებლობას ახორციელებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“, რომელიც დააფუძნეს ქართულმა კომპანია TBC Holding-მა და ამერიკულმა კომპანია Conti International LLC-მა.

შეხვედრაზე კვირიკაშვილმა ბროშს საქართველოში არსებული საინვესტიციო პოტენციალი და ბიზნეს-გარემო გააცნო.

„განსაკუთრებულად აღინიშნა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სპეციალური ეკონომიკური ზონის, როგორც სტრატეგიული რეგიონული კვანძის პოტენციალი. შეხვედრაზე დადასტურდა, რომ საქართველოში, კერძოდ, ანაკლიაში ისრაელიდან საწარმოების გადმოტანის შესაძლებლობები განიხილება", — ნათქვამია განცხადებაში.

საფეხმავლო ხიდი ანაკლიაში - Sputnik საქართველო
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი: საქართველო - მომავლის კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის

ამავე დროს ბროშმა აღნიშნა, რომ ისრაელელი ინვესტორები საქართველოს სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროებით არიან დაინტერესებული.

ანაკლიის პორტის განვითარება ეტაპობრივად განხორციელდება. მშენებლობის პირველ ეტაპზე, სამი-ოთხი წლის განმავლობაში დაგეგმილია აშენდეს პორტი სატვირთო გემებისთვის, კონტენეირების ტერმინალი, ჯებირი და ეზო ინტერმოდალური სარკინიგზო გადაზიდვებისთვის. პირველი ეტაპის მშენებლობის დასრულების შემდეგ პორტის გამტარუნარიანობა წელიწადში 16,8 მლნ ტონა იქნება.

მშენებლობა 52 წელი გაგრძელდება და მისი დასრულების შემდეგ პორტის გამტარუნარიანობა წელიწადში 76,5 მლნ ტონა იქნება.

ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პარალელურად აშენდება პორტის ქალაქი–თანამგზავრი.

ყველა ახალი ამბავი
0