ლევან ქისტაური: უნივერსიტეტები ბაზარზე პოტენციურ უმუშევრებს უშვებენ

© FB / Center for Economic Researchლევან ქისტაური
ლევან ქისტაური - Sputnik საქართველო
გამოწერა
განათლების სისტემა შრომის ბაზრის მოთხოვნებს ვერ პასუხობს, მიაჩნია ეკონომიკის დოქტორს, პროფესორ ლევან ქისტაურს.

თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. სახელმწიფო გრანტებით აფინანსებს ეკონომისტებს, მათემატიკოსებს, ისტორიკოსებს, ფიზიკოსებს, შემდეგ ისინი გამოდიან შრომის ბაზარზე, სადაც მათ სამუშაო არ ხვდებათ, განუცხადა ეკონომიკის დოქტორმა ლევან ქისტაურმა „Sputnik–საქართველოს". 

ლევან ქისტაურის თქმით, გაუგებარია რატომ ხარჯავს სახელმწიფო ბიუჯეტის თანხებს ამდენი ეკონომისტის, ფიზიკოსის ან მათემატიკოსის აღზრდაში, როცა იცის, რომ მას ეს სპეციალისტები დიდი რაოდენობით არ სჭირდება.

თბილისის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში - Sputnik საქართველო
დასაქმება: ქვეყნის მოსახლეობის 64% თბილისში მუშაობს

„ძალიან უხერხულია იმის თქმა, რომ ფიზიკოსი და ისტორიკოსი არ გვჭირდება, მაგრამ დღეს ბაზარზე არ არის მათზე მოთხოვნა, ბაზარს დღეს ტექნოლოგი, აგრონომი ან შემდუღებელი უფრო სჭირება“, – თქვა ლევან ქისტაურმა.

მისი აზრით, ვისაც ფიზიკის შესწავლა სურს, შეუძლია ეს საკუთარი სახსრებით გააკეთოს.

ლევან ქისტაური თვლის, რომ განათლების სისტემა ძირეულ რეფორმირებას საჭიროებს და ამის სურვილი ბოლო პერიოდში ხელისუფლებაშიც გამოიკვეთა.

ყველა ახალი ამბავი
0