საქართველოს მაჩვენებელი კორუფციის აღქმის ინდექსში გაუარესდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიციის ავტომობილი
საპატრულო პოლიციის ავტომობილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველომ კორუფციის აღქმის ინდექსში ორი პოზიციით ქვევით გადაინაცვლა, მაგრამ მას მაინც საუკეთესო მაჩვენებლები აქვს აღმოსავლეთ ევროპაში (ევროკავშირის ქვეყნების გარდა) და ცენტრალური აზიის რეგიონში.

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის საქართველომ 46-ე ადგილი დაიკავა კორუფციის აღქმის ინდექსით, რომელსაც ყოველწლიურად არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა" (Transparency International) ადგენს. ამით საქართველოს პოზიციები ორი პუნქტით გაუარესდა.

კორუფციის აღქმის ინდექსს Transparency International-ი გამოკითხვების საფუძველზე ადგენს, რომლებსაც ექსპერტთა შორის და საქმიან წრეებში ატარებს. მსოფლიოს ქვეყნები 0-დან 100 ქულამდე სკალაზე ლაგდება. კორუფციის აღქმის ყველაზე მაღალ დონეს 0 აღნიშნავს, 100 — ყველაზე ნაკლებს.

თბილისის ხედი - Sputnik საქართველო
World Justice Project: საქართველო კანონის უზენაესობის რეიტინგში 38-ე ადგილზეა

საქართველომ წელს 56 ქულა მიიღო, რაც გასული წლის მაჩვენებელზე ერთი ქულით ნაკლებია; ამით მისი პოზიციები ორი საფეხურით გაუარესდა. 46-ე ადგილი საქართველომ მალტასთან გაიზიარა, რომელმაც მაჩვენებელი ერთი ქულით გაიუმჯობესა.

მიუხედავად ამისა, საქართველოს მაინც საუკეთესო მაჩვენებლები აქვს აღმოსავლეთ ევროპაში (ევროკავშირის ქვეყნების გარდა) და ცენტრალური აზიის რეგიონში.

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, რუსეთმა 29 ქულა მოიპოვა — 135-ე ადგილი, სომხეთმა — 35 ქულა — 107-ე ადგილი, აზერბაიჯანმა — 31 ქულა — 122-ე ადგილი, თურქეთმა კი 40 ქულა — 81-ე ადგილი.

პირველ ადგილზე 89 ქულით ახალი ზელანდიაა, მეორეზე 88 ქულით — დანია, ხოლო მესამეზე 85 ქულით — ფინეთი.

აუტსაიდერების სიაში მოხვდნენ სირია — 14 ქულა, 178-ე ადგილი, სამხრეთ სუდანი — 12 ქულა, 179-ე ადგილი და სომალი — 9 ქულა, 180-ე ადგილი.

ინდექსის ლიდერებს მასმედიის თავისუფლების, თანამდებობის პირთა კეთილსინდისიერებისა და საზოგადოებისთვის საბიუჯეტო სახსრების ამსახველი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაღალი დონე ახასიათებთ.

ქვეყნებს, რომლებმაც ქულათა უმცირესი რაოდენობა მოიპოვეს, სუსტი სახელმწიფო ინსტიტუტები და მასმედიის და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის დაბალი დონე გააჩნიათ.

ყველა ახალი ამბავი
0