თბილისი ევროპის 65 ავიაკომპანიის წარმომადგენლებს მასპინძლობს

© FB / United Airports of Georgiaევროპის საავიაციო ფორუმი
ევროპის საავიაციო ფორუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპის მე-15 საიუბილეო ფორუმის ფარგლებში დელეგატები საჰაერო ტრანსპორტის სფეროში არსებულ და მოსალოდნელ გამოწვევებს განიხილავენ.

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. ევროპის საავიაციო ფორუმი CONNECT 2018 თბილისში 20-22 თებერვლის პერიოდში იმართება, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მე-15 საიუბილეო ფორუმის ფარგლებში დელეგატები განიხილავენ საჰაერო ტრანსპორტის სფეროში არსებულ და მოსალოდნელ გამოწვევებს. განხილვის ერთ-ერთი თემა იქნება ავიაკომპანიებსა და აეროპორტებს შორის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავება.

„დაახლოებით რვა თვის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება, მიგვეღო მონაწილეობა შერჩევის პროცესში და გავმხდარიყავით CONNECT 2018-ის რიგით მეთხუთმეტე საიუბილეო ფორუმის მასპინძლები. ის ფაქტი, რომ მოვიპოვეთ ამ ღონისძიების მასპინძლობის უფლება, უკვე დიდი წარმატებაა და მოწმობს ჩვენი ქვეყნისადმი მზარდ ინტერესს", — განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

აეროპორტი - Sputnik საქართველო
ქართული აეროპორტები საჰაერო ფრენების გეოგრაფიის გაფართოებას გეგმავენ

ქუმსიშვილის განცხადებით, მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი სწორედ საქართველოს ავიაბაზრის განვითარებაა, ხოლო ბოლო წლების რეკორდულად მზარდი სტატისტიკა და საავიაციო ბაზრის დივერსიფიკაცია წარმოადგენს მთავრობის თანამიმდევრული და კოორდინირებული მუშაობის შედეგს.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს 65 ავიაკომპანია და 250 აეროპორტის 500-ზე მეტი წარმომადგენელი. ფორუმზე უკვე დარეგისტრირდნენ ისეთი წამყვანი ავიაკომპანიები, როგორიცაა: FlyDubai (არაბთა გაერთიანებული საამიროები), Air France (საფრანგეთი), Omni Air International (აშშ), Lufthansa (გერმანია), Pegasus Airlines (თურქეთი), Wizz Air (უნგრეთი), SWISS International Air Lines (შვედეთი).

ფორუმი „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" ორგანიზებითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ტარდება.

საერთაშორისო საავიაციო ფორუმი 2004 წელს Airport Agency France-ის ინიციატივით დაარსდა. მისი მიზანი სამოქალაქო ავიაციის განვითარებაა. ფორუმი წელიწადში ერთხელ იმართება. 2017 წელს ავიაფორუმი კუნძულ კორსიკაზე, ქალაქ აიაჩოში გაიმართა.

ყველა ახალი ამბავი
0