გორის ხარების ეკლესიაში მრევლმა ხელყუმბარა და წერილი იპოვა

© Sputnik / Levan Avlabreliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
უცნობმა პირმა ხელყუმბარის ჩაბარება ეკლესიას ანდო.

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. გორში მდებარე ხარების ეკლესიაში მრევლმა ხელყუმბარა დღეს, დილით იპოვა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

დანთებული სანთლები სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში - Sputnik საქართველო
უცნობმა პირებმა მახათას მთაზე ეკლესია გაქურდეს

წერეთლის გამზირზე მდებარე ეკლესიაში ხელყუმბარა წერილთან ერთად იყო დატოვებული. უცნობი პირი წერილში ხელყუმბარის სამართალდამცველებისთვის გადაცემას ითხოვდა, რომელიც მას აფხაზეთის ომიდან ჰქონდა შენახული. გარდა ამისა, იგი ეკლესიაში ნივთის დატოვების გამო შენდობას ითხოვდა და განმარტავდა, რომ არავის აფეთქებას არ გეგმავდა.

მომხდარი ფაქტის შესახებ სასულიერო პირებმა სამართალდამცველ ორგანოებს აცნობეს.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ–კრიმინალისტები მუშაობენ.

როგორც „Sputnik–საქართველოს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით („ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა") და ითვალისწინებს ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

ყველა ახალი ამბავი
0