მკვლელობა მუხიანის აგარაკებზე - პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე
საპატრულო პოლიცია თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულს მოკლულის სახლიდან მოპარული ნივთები აღმოაჩნდა

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. შსს-ს თანამშრომლებმა დააკავეს 46 წლის მამაკაცი მკვლელობის ბრალდებით, რომელიც ლერი ლაგურაშვილის ქუჩაზე, ე.წ. მუხიანის აგარაკების ტერიტორიაზეა ჩადენილი, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საპატრულო პოლიციის ავტომობილი - Sputnik საქართველო
თბილისში, საცხოვრებელ სახლში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა კვირას ცივი იარაღით 58 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში მოკლა, მოიპარა საყოფაცხოვრებო ტექნილა და მიიმალა. მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მამაკაცი გულ-მკერდის არეში ჭრილობებით გარდაცვლილი იპოვეს. მედიის ინფორმაციით, მისი ქალიშვილი ვერ უკავშირდებოდა მას ტელეფონით, შემდეგ კი ცხედარი მეზობლებმა აღმოაჩინეს.

შსს-ს მოანცემებით, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს და მოპარული ტექნიკა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 108-ე და 177-ე მუხლებით, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.


ყველა ახალი ამბავი
0