თბილისი, 19 თებერვალი – Sputnik. თბილისში, მუხიანის აგარაკებზე დაახლოებით სამოცი წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
მამაკაცს გულ-მკერდის არეში მინის ნატეხით მიყენებული დაზიანება აქვს. ის, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მამაკაცის გარდაცვალების მიზეზს შესაბამისი ექსპერტიზა დაადგენს.
გამოძიება დაიწყო სსკ-ის „განზრახ მკვლელობის“ მუხლით, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.