პრინცესა ტაკამადო და ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე ქართული ღვინის პრეზენტაციაზე

© FB / Wines of Georgiaსაქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი იაპონიაში ლევან ცინცაძე და ჰაცუ ბაშუს ტურნირის ქართველი გამარჯვებული, სუმოისტი ლევან გორგოძე
საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი იაპონიაში ლევან ცინცაძე და ჰაცუ ბაშუს ტურნირის ქართველი გამარჯვებული, სუმოისტი ლევან გორგოძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული ღვინის ექსპორტს იაპონიაში დიდი პოტენციალი აქვს და ისევე, როგორც მთლიანად აღმოსავლეთი აზიის რეგიონი, იაპონიაც ქართული ღვინის მზარდ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს.

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. ქართული ღვინის მასშტაბური პრეზენტაცია გაიმართა იაპონიის დედაქალაქ ტოკიოსა და ქალაქ ოსაკაში, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრეს-სამსახური.

ტოკიოში გამართულ ღონისძიებას იმპერატორის თასის ტურნირის ქართველი გამარჯვებული, სუმოისტი ლევან გორგაძეც (ტოჩინოშინი) ესტუმრა, რაც გამოფენის ორგანიზატორებისა და მონაწილეებისთვის დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა.

ღვინო - Sputnik საქართველო
2017 წელს რეკორდული რაოდენობის ქართული ღვინოა ექსპორტირებული

ტოკიოსა და ოსაკაში გამართულ ღონისძიებებში მთლიანობაში ქართული ღვინის მწარმოებელი 35 კომპანიის 100-მდე დასახელების ღვინო იყო წარდგენილი. ქართული ღვინის პრეზენტაცია–სემინარს ტოკიოში 350, ხოლო ოსაკაში 300-მდე ღვინის პროფესიონალი დაესწრო: დისტრიბუტორები, იმპორტიორები, სომელიეები, რესტორატორები და ა.შ.

დეგუსტაციებს ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი, ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში უძღვებოდა. კენიჩი ოჰაში ერთადერთი ღვინის მაგისტრია იაპონიაში და იგი წარმოადგენს სააგენტოს კონტრაქტორ მარკეტინგულ კომპანია Red Bridge-ს, რომელიც ქართული ღვინისა და მეღვინეობის შესახებ მარკეტინგულ და სარეკლამო კამპანიას იაპონიაში 2017 წლიდან ახორციელებს.

იაპონია ქართული ღვინის მზარდ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. 2017 წელს ამ ქვეყანაში ექპორტირებული იყო 155 100 ბოთლი ღვინო.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით მიმდინარე წელს ქართული ღვინის კომპანიები წარმოდგენილი იქნებიან იაპონიის მასშტაბურ გამოფენებზე Wine & Gourmet Show და FOODEX JAPAN, ასევე სპეციალიზირებულ დეგუსტაციებზე იაპონიის სხვადასხვა ქალაქებში.

ლევან გორგაძე - Sputnik საქართველო
ქართველმა სუმოისტმა იაპონიაში მორიგი ტურნირი მოიგო

ამასთან ერთად ტოკიოში, სასტუმრო Conrad Tokyo-ში საერთაშორისო კონკურსი Japan Wine Challenge-ის მე-20 საზეიმო დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა, რომელსაც იაპონიის პრინცესა ტაკამადო დაესწრო და პირადად მიულოცა გამარჯვებულებს, რომელთა შორის ქართული ღვინის კომპანიების წარმომადგენლებიც იყვნენ.

კერძოდ, გასულ წელს გამართულ აზიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო კონკურსში 20th Japan Wine Challenge 2017 უმაღლესი ჯილდოები მოიპოვეს ქართულმა ღვინოებმა: კომპანია „ ჩიგოგიძე ვაინსის" „საფერავი 2015"-მა მოიპოვა კონკურსის უმაღლესი ჯილდო – პლატინის მედალი და რეგიონული „ტროფი", როგორც საუკეთესო წითელი ღვინო საქართველოდან; ორი ოქროს მედალი მოიპოვა „ვაზიანი კომპანის" ხაზის „მაყაშვილის მარნის" ღვინოებმა „მწვანე 2016" და „ხიხვი 2016". „ხიხვი 2016"-მა ასევე დაიმსახურა რეგიონული „ტროფი", როგორც საუკეთესო თეთრმა ღვინომ საქართველოდან. გალა–ვახშმის ფარგლებში გაიმართა საქველმოქმედო აუქციონი. საღამოს ოფიციალური სპონსორი „მეღვინეობა ვაზიანი" იყო.

ყველა ახალი ამბავი
0