ქართველმა სუმოისტმა იაპონიაში მორიგი ტურნირი მოიგო

© Facebook / Ministry of culture and sport of Georgiaლევან გორგაძე
ლევან გორგაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტურნირზე ლევან გორგაძემ ყველაზე ტიტულოვანი სუმოისტი, მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო დაამარცხა.

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, რომელიც ტოჩინოშინის სახელით ასპარეზობს, იაპონიაში ტელეკომპანია "ფუჯი ტვ"-ს მიერ ორგანიზებული კომერციული ტურნირის გამარჯვებული გახდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

აღსანიშნავია, რომ ტურნირის მერვედფინალში გორგაძემ ამჟამად ყველაზე ტიტულოვანი სუმოისტი, მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო დაამარცხა.

რაც შეეხება ფინალურ შეხვედრას, გორგაძემ აქ კიდევ ერთი მონღოლი დაამარცხა — მან ტამავაშის სძლია და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ლევან გორგაძე პირველი ქართველი და მესამე ევროპელია, რომელმაც სუმოში იაპონიის იმპერატორის თასი მოიპოვა.

ყველა ახალი ამბავი
0