ბავშვებში ტვინის სიმსივნე: სპეციალისტმა მიზეზები დაასახელა

© photo: Sputnik / Igor Zarembo / გადასვლა მედიაბანკშიბავშვები
ბავშვები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მობილური ტელეფონებისა და კომპიუტერების გამოსხივება - ბავშვებს შორის თავის ტვინის სიმსივნის წარმოქმნის ერთ-ერთი მიზეზია.

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. ბავშვებს შორის ტვინის სიმსივნის შემთხვევების გახშირება პატარების მხრიდან კომპიუტერებისა და მობილური ტელეფონების გადაჭარბებით მოხმარებაა, განაცხადა მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ონკოჰემატოლოგმა ნინო ტოტოღაშვილმა.

2016 წელს საქართველოში 14 წლამდე ასაკის ბავშვებს შორის სიმსივნით დაავადების 90 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 15-დან 19-წლამდე ასაკის პაციენტებს შორის — 42 ახალი შემთხვევა. ბავშვებსა და მოზარდებს შორის (13-დან 18 წლამდე) ონკოლოგიური დაავადებების 52% ლიმფური კვანძებისა და სარძევე ჯირკვლების სიმსივნეზე მოდის. შემდეგ მოდის ცენტრალური ნერვული სისტემის ონკოლოგიური დაავადება — 20%.

ონკოლოგიურად დაავადებული ბავშვი საავადმყოფოს პალატაში - Sputnik საქართველო
კიბოთი დაავადებული ბავშვების საერთაშორისო დღე: ვითარება საქართველოში

„ჩვენ ვხედავთ, რომ ორი წლის ბავშვებს უკვე აქვთ მრავალფუნქციური მობილური ტელეფონები, რომლებსაც ისინი 24 საათის განმავლობაში მოიხმარენ, შემდეგ კი კომპიუტერებზე გადადიან. ამ ტელეფონებსა და მოწყობილობებს ძალიან დიდი გამოსხივება აქვთ", — განაცხადა ტოტოღაშვილმა.

როგორც სპეციალისტი აღნიშნავს, ბავშვებს შორის სიმსივნის წარმოქმნის რისკი სამ ნაწილად იყოფა — ჩასახვის პერიოდამდე, ორსულობის დროს და ორსულობის შემდეგ.

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
თბილისში ონკოლოგიური დაავადებების უფასო სკრინინგი განახლდა

ალკოჰოლი, ნარკოტიკები, თამბაქო, არაჯანსაღი საკვები და ეკოლოგია — ძალიან მაღალი რისკ-ფაქტორებია, რომ მუტაცია ჩანასახის პერიოდშივე მოხდეს და ბავშვს სიმსივნე ან დაბადებისთანავე ჰქონდეს, ან სიცოცხლის რომელიღაც პერიოდში განუვითარდეს.

„საკვები არასაკმარისი მინერალური ნივთიერებებით, რადიაცია, ჰაერში არსებული მავნე ნივთიერებები, სამშენებლო მტვერი, მძიმე მეტალები და ა.შ. – ამ ფაქტორების გაკონტროლება არ შეუძლია არც ექიმს, არც მშობელს, მაგრამ ის, რაც შეუძლია მშობელს გააკეთოს, ეს ბავშვის კვების სწორად მართვაა", — აღნიშნა ტოტოღაშვილმა.

ბავშვები უნდა იკვებებოდნენ არა ძეხვითა და სოსისით, რომლებშიც სიმსივნის გამომწვევი კანცეროგენების მაღალი შემცველობაა, არამედ სასარგებლო პროდუქტებით, აღნიშნა სპეციალისტმა.

ყველა ახალი ამბავი
0