ზუგდიდში მიკროავტობუსების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

© courtesy of Miho Neimanავტობუსები გაჩერებაზე
ავტობუსები გაჩერებაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქციის მონაწილე მძღოლები ავტოსადგურ „ექსპრეს 777“-ის დირექტორს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ და მას სადგურის დახურვა მოსთხოვეს.

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. ზუგდიდში, რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე საქალაქთაშორისო ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

მძღოლები სავაჭრო ცენტრ „ალიანსთან“ შეიკრიბნენ. ისინი აღნიშნულ ტერიტორიაზე მინისადგურის „ექსპრეს 777“ მოწყობას აპროტესტებდნენ. მათი თქმით, მსგავსი სადგურების სიმრავლე მათ მუშაობაში ხელს უშლის.

აქციაზე, დაახლოებით, 20-მდე მიკროავტობუსის მძღოლი იმყოფებოდა.

გარემოვაჭრეების საპროტესტო აქცია ზუგდიდში - Sputnik საქართველო
ზუგდიდში გარემოვაჭრეების აქცია გრძელდება

აქციის მონაწილე მძღოლები ავტოსადგურ „ექსპრეს 777“-ის დირექტორს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ და მას სადგურის დახურვა მოსთხოვეს. სადგურის დირექტორმა რამდენიმე მათგანი საკუთარ კაბინეტში დაიბარა. შეხვედრიდან გამოსულებმა კი აქციის გადადების გადაწყვეტილება მიიღეს.

„პოლიციელებმა გვთხოვეს, რომ დღეს დავშლილიყავით. ვითხოვთ, რომ ამ ადგილზე  არ იყოს სადგური, რადგან ეს არის უკანონო გადაწყვეტილება. თუ ჩვენს მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ, აქციებს განვაგრძობთ“, — ამბობენ აქციის მონაწილეები. 

ისინი სადგურების მოწყობის ლობირებაში ზუგდიდის მერიის სატრანსპორტო განყოფილების წარმომადგენელს, დავით ხუბუას ადანაშაულებენ. თავის მხრივ, ხუბუა ამბობს, რომ მერიას ამ ტერიტორიაზე სადგურის მოსაწყობად ნებართვა არ გაუცია და ეს მათ კომპეტენციას სცილდება.

ამ დროისთვის მძღოლებმა მუშაობა განაახლეს, თუმცა ხვალიდან პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.


ყველა ახალი ამბავი
0