ზუგდიდში გარემოვაჭრეების აქცია გრძელდება

© Sputnik / STRINGERგარემოვაჭრეების საპროტესტო აქცია ზუგდიდში
გარემოვაჭრეების საპროტესტო აქცია ზუგდიდში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საემგრელო- ზემო სვანეთის ადმინისტრაციის შენობას სამართალდამცველები იცავენ

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტაციის შენობასთან ასამდე გარემოვაჭრემ აქცია განაახლა, იტყობინება ზუგდიდიდან „Sputnik საქართველოს" კორესპონდნეტი.

აქციის მონაწილეები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან, ლევან შონიასთან შეხვედრას ითხოვენ.

აქცია ზუგდიდში - Sputnik საქართველო
ხმაური ზუგდიდში - დაკავებულია ერთ-ერთი გარემოვაჭრე

ასამდე გარემოვაჭრე 31 იანვრიდან საპროტესტო აქციებს მართავს. ისინი ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების მიერ მათი სავაჭრო დახლების აღებას აპროტესტებდნენ და თავისუფლად ვაჭრობის უფლებას ითხოვდნენ.

ალტერნატიულ ფართში შესვლას, რომელიც ზუგდიდის მერიამ 1 თებერვალს შესთავაზა, გარემოვაჭრეები არ აპირებენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი სანამ ლევან შონაის არ შეხვდებიან, არ დაიშლებიან.

საემგრელო- ზემო სვანეთის ადმინისტრაციის შენობას სამართალდამცველები იცავენ.

ყველა ახალი ამბავი
0