სააკაშვილის მომხრეები პოროშენკოს გადადგომის მოთხოვნით კიევში „ვეჩეს“ მართავენ

© photo: Sputnik / Stinger / გადასვლა მედიაბანკშიАкция протеста сторонников М. Саакашвили в Киеве
Акция протеста сторонников М. Саакашвили в Киеве - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტის გადადგომის გარდა, მარშის მონაწილეები მოითხოვენ უმაღლეს რადაში ვადამდელი არჩევნების დანიშვნას და მთავრობის ახალი შემადგენლობის ფორმირებას.

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტის და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის მომხრეებმა კვირას კიევის ცენტრში უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს გადადგომის მოთხოვნით მარში დაასრულეს და მიხაილოვსკის მოედანზე „ვეჩე“ დაიწყეს, იუწყება РИА Новости.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
სააკაშვილი: უკრაინა შეიძლება ნაწილ-ნაწილ დაიშალოს

მარშის მონაწილეებმა ვლადიმირსკის ქუჩით მიხაილოვსკის მოედნის მიმართულებით მსვლელობით გაიარეს. შემდეგ მოედანზე „ვეჩე“ დაიწყო. იმპროვიზირებული სცენიდან სააკაშვილის თანაგუნდელებმა მარშის მონაწილეებს მიმართეს.

პრეზიდენტის გადადგომის გარდა, მარშის მონაწილეები მოითხოვენ უმაღლეს რადაში ვადამდელი არჩევნების დანიშვნას და მთავრობის ახალი შემადგენლობის ფორმირებას.

საზოგადოებრივ წესრიგს აქციაზე სამი ათასი პოლიციელი იცავს. კიევის ცენტრში მშვიდი ვითარებაა.

უკრაინის ხელისუფლებამ ორშაბათს სააკაშვილი პოლონეთში გააძევა, რომლის ტერიტორიიდან ის უკანონოდ მოხვდა უკრაინაში, როდესაც მესაზღვერეებისა და სამართალდამცველების კორდონები გაარღვია. პოლონეთის სასაზღვრო სამსახურმა მისი ვარშავაში ჩასვლა დაადასტურა. ოთხშაბათს სააკაშვილი ნიდერლანდებში ჩავიდა, სადაც პირადობის დამადასტურებელი მოწმობა მიიღო, რომელიც მას ევროკავშირში ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას აძლევს.

ყველა ახალი ამბავი
0