სააკაშვილი: უკრაინა შეიძლება ნაწილ-ნაწილ დაიშალოს

© REUTERS / Kacper Pempelმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ოლიგარქებში დიდი თანხების კოცენტრაციაზე და უკრაინის რეგიონებში სეპარატისტულ განწყობებზე ისაუბრა

თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინიდან გააძევეს, ამტკიცებს, რომ ქვეყანა მალე ნაწილებად შეიძლება დაიშალოს, იუწყება РИА Новости-Украина ავსტრიულ გაზეთ Die Presse-თან პოლიტიკოსის ინტერვიუზე დაყრდნობით.

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
შეიწყალებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი სააკაშვილს

საქართველოს ექს-პრეზიდენტი ამჟამად ნიდერლანდებში იმყოფება. სწორედ იქ გაემგზავრა ის პოლონეთიდან, სადაც ის უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა გააძევა. სწორედ პოლონეთიდან შევიდა უკრაინაში სააკაშვილი, როდესაც 2017 წლის შემოდგომაზე მესაზღვრეებისა და სამართალდამცველების კორდონი გაარღვია. მანამდე ქვეყნის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკომ მას უკრაინული მოქალაქეობა ჩამოართვა და ქვეყანასი შესვლა აუკრძალა.

„ოლიგარქების დიდი ეკონომიკური ინტერესების გამო უკრაინა მაფიოზურ სახელმწიფოდ ყალიბდება. კაპიტალის 70% ეკუთვნის შვიდ ოლიგარქს, მათში ყველაზე მთავარია პეტრო პოროშენკო და რინატ ახმეტოვი, რომლებსაც ერთობლივად ქონების ნახევარი ეკუთვნით“, — განაცხადა სააკაშვილმა.

გარდა ამისა, სააკაშვილი ამტკიცებს, რომ ბევრ ოლიგარქს საკუთარი შეიარაღებული ფორმირება ჰყავს, რომელსაც საზოგადოებაში არასტაბილურობა შეაქვს.

„მსგავსი შეირაღებული დაჯგუფებები შინაგან საქმეთა მინისტრისა და ახმეტოვის დაქვემდებარებაშიც არსებობენ“, — ხაზგასმით აღნიშნა ექს-გუბერნატორმა.

მიხეილ სააკაშვილი სასამართლოში - Sputnik საქართველო
მიხეილ სააკაშვილის დაკავება რესტორანში: ინტერნეტით ვიდეოკადრები ვრცელდება

საქრთველოსა და უკრაინაში სააკაშვილი რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს. საქართველოში მას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება ბრალად. საუბარია „გაერთიანებული ქართული ბანკის“ თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებული პირების შეწყალებაზე. გამოძიება სააკაშვილის ედავება, რომ მან შეწყალების სახელმწიფო კომისიის გვერდის ავლით ორი წლით ადრე შეიწყალა გვირგვლიანის მკვლელობისთის მსჯვავრდებული პირები. ამ საქმეზე სააკაშვილს 2018 წლის იანვარში დაუსწრებლად სამი წლით პატიმრობა შეეფარდა.

უკრაინაში მას ბრალად ედება ყოფილი პრეზიდენტ იანუკოვიჩის გარემოცვისგან 500 ათასი დოლარის მიღება კიევში საპროტესტო აქციების მოწყობაზე, რომლებიც „სახელმწიფო ძალაუფლების ხელში ჩაგდებას“ ემსახურებოდა.


ყველა ახალი ამბავი
0