ვერტმფრენის ჩამოვარდნა მექსიკაში: დაიღუპა 13 ადამიანი

© photo: AFP 2020 / MARIO VAZQUEZჩამოვარდნილი ვერტმფრენი მექსიკაში
ჩამოვარდნილი ვერტმფრენი მექსიკაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, მექსიკის შს მინისტრი და შტატ ოაჰაკას გუბერნატორი ავიაკატასტროფაში გადარჩნენ

თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. მექსიკაში ვერტმფრენის ჩამოვარდნას, ბოლო მონაცემებით, 13 ადამიანი ემსხვერპლა, იუწყება РИА Новости შტატ ოაჰაკას გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით.

აფეთქებული ბენზინმზიდი კახეთში - Sputnik საქართველო
გომბორის უღელტეხილთან აფეთქდა ავტომობილი, რომელსაც ბენზინი გადაჰქონდა

ბორტზე იმყოფებოდნენ მექსიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ალფონსო ნავარეტე და შტატ ოჰაკას გუბერნატორი ალეჰანდრო მურატი.

„ინციდენტის ადგილზე აღმოჩენილია 12 დაღუპულის ცხედარი… კიდევ ერთი ადამიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა“, — ნათქვამია გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

ამასთან ერთად, გრძელდება სამძებრო ოპერაცია.

ავიაკატასტროფა იმ დროს მოხდა, როდესაც ვერტმფრენი მიწისძვრით დაზარალებულ ტერიტორიაზე ინსპექტირებას ახორციელებდა. ორივე ჩინოვნიკი გადარჩა. პორტალ Jornada-ს მონაცემებით, წინასწარი მონაცემებით, ვერტმფრენმა კონტროლი 30 მეტრის სიმაღლეზე დაშვების წინ დაკარგა და ავტომობილს დაეცა.

ყველა ახალი ამბავი
0