თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. გომბორის უღელტეხილთან, სოფელ კობაძეში გზის სავალი ნაწილიდან ბენზინმზიდი გადავიდა და აფეთქდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ბენზინმზიდი, რომელიც თელავის მიმართულებით მოძრაობდა, ერთ-ერთი ნავთობკომპანიის საკუთრებაშია.
დაშავებულები არ არიან. ავტომანქანაში მყოფმა მძღოლმა სატრანსპორტო საშუალებიდან გადმოხტომა მოასწრო.
ადგილზე სახანძრო, სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟებია მობილიზებული. მომხდარიდან გამომდინარე მოძრაობა შეზღუდულია.
გამოძიება დაწყებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.