საჩხერის სამთო მომზადების სკოლა 12 წლის იუბილეს აღნიშნავს

© FB / Ministry of Defence of Georgiaსაჩხერის სამთო მომზადების სკოლა
საჩხერის სამთო მომზადების სკოლა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საიულბილეო ცერემონიას საქართველოს შეიარაღებული ძალების წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდალი, პარლამენტის წევრები, საჩხერის მერი და საჩხერის საკრებულოს თავჯდომარე დაესწრნენ.

თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლას დაარსებიდან 12  წელი შეუსრულდა, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სკოლის პირად შემადგენლობას დაბადების დღე საქართველოს შეიარაღებული ძალების წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ მიულოცა.

ოთხი ქვეყნის სამხედოები სამთო მომზადებას საჩხერის ბაზაზე გადიან - Sputnik საქართველო
სომეხი სამხედროები თხილამურებზე დგომას საქართველოში სწავლობენ

მაკარაძემ სამხედრო მოსამსახურეებს წარმატებები უსურვა და სამსახურისთვის მადლობა გამოუცხადა.

საიულბილეო ცერემონიას პარლამენტის წევრები დიმიტრი მხეიძე და სულხან მახათაძე დაესწრნენ. სამთო სკოლის პირად შემადგენლობას სკოლის იუბილე ქალაქ საჩხერის მერმა და საჩხერის საკრებულოს თავმჯდომარემაც მიულოცეს.

ღონისძიების დასრულების შემდეგ სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. უწყებრივი მედლებით ხუთი, ხოლო სამსახურებრივი საშტატო იარაღით კი ოთხი სამხედრო მოსამსახურე დაჯილდოვდა.

საჩხერის სამთო მომზადების სკოლასთან არსბული მე-16 სამთო ბატალიონი 1991 წლის 1 ივლისს დაარსდა.  მის დაარსებას საფუძველი საქართველოს ეროვნულმა გმირმა ბესიკ ქუთათელაძემ ჩაუყარა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის, 2014 წლის 29 მაისის N738 ბრძანების საფუძველზე, საჩხერის სამთო მომზადების სკოლას პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელი მიენიჭა.

საჩხერის სამთო მომზადების სკოლა 2004 წელს დაარსდა. 2010 წელს ნატოს გადაწყვეტილებით ნატოს პროგრამით „პარტნიორობა მშვიდობისათვის” (Partnership for Peace) სკოლას „ნატოს განათლებისა და მომზადების ცენტრის“ სტატუსი მიენიჭა. სწავლების კურსის შემუშავებით დაკავებულია საფრანგეთის სამთო მომზადების ცენტრი.


ყველა ახალი ამბავი
0