ორი ლარი წულუკიანისთვის: ნათელაშვილი დამარცხდა

© photo: Sputnikიუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავარ ლეიბორისტს ცილისწამებისთვის იუსტიციის მინისტრისთვის 2 ლარის გადახდა დააკისრეს

თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანი სარჩელი „საქართველოს ლეობორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის წინააღმდეგ და მორალური ზარალის ასანაზღაურებლად მას 2 ლარის გადახდა დააკისრა, ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

მანამდე ნათელაშვილმა განაცხადა, რომ წულუკიანს, როდესაც ის ჯერ კიდევ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მუშაობდა, სტრასბურგში უყიდეს ბინა და ამით მოისყიდეს ის. ამის შესახებ მან 2016 წლის 19 და 23 ნოემბერს ტელეკომპანიების Iberia TV-ს და TV Pirveli-ს ეთერში განაცხადა.

„სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელე წულუკიანის არგუმენტები და მოცულობითი დოკუმენტური მასალა იმასთან დაკავშირებით, რომ შალვა ნათელაშვილის განცხადება ცილისწამებაა, რადგან იგი არსებითად მცდარ ფაქტებს შეიცავს. თეა წულუკიანის მიერ სტრასბურგში შეძენილი ბინა მართლაც თეა წულუკიანის საკუთარი სახსრებით შეძენილი იყო იმ დროს, როცა ის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მუშაობდა და ბევრად ადრე, ვიდრე ის ქართულ პოლიტიკაში ჩაერთვებოდა“, — ნათქვამია განცხადებაში.

შალვა ნათელაშვილი - Sputnik საქართველო
„საახალწლო საჩუქარი“: ნათელაშვილი პრეზიდენტობას აპირებს

სასამართლოს გადაწყვეტილებას თავად თეა წულუკიანი გამოეხმაურა.

„დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით შალვა ნათელაშვილმა ჩემთან სასამართლო პროცესი წააგო. კერძოდ, მას დაევალა, რომ იბერიისა და ტვ პირველის ეთერით „დაიყვიროს“, რომ 2016 წელს ამ კომპანიების შესაბამის გადაცემებში გაკეთებული მისი ჩემთან დაკავშირებული განცხადებები იყო ცილისწამება“, — დაწერა წულუკიანმა თავის Facebook-გვერდზე.

წულუკიანი სტრაბურგის სასამართლოში 2000-2010 წლებში მუშაობდა, სადაც მისი კარიერა იურისტის თანამდებობით დაიწყო. მის მოვალეობებში შედიოდა საქართველოს და ნაწილობრივ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების საფუძვლიანი განხილვა, ამ საქმეებზე გადაწყვეტილებებისა და განმარტებების შემუშავება და მათი განსახილველად გადაცემა სასამართლოს უფლებამოსილ პირთათვის, მომხსნებელი მოსამართლის დახმარება სათათბირო ოთახში, საქართველოდან შემოსულ საჩივრებზე მომუშავე განყოფილების ხელმძღვანელობა და ა.შ. 

2010 წელს წულუკიანმა დაკავებული თანამდებობა დატოვა და საქართველოში დაბრუნდა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ 2012 წელს ის ახალი მთავრობის წევრი გახდა.


ყველა ახალი ამბავი
0