თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში ირანის ოთხი მოქალაქე დააკავეს, რომელთაც კილო-ნახევარი ჰეროინი აღმოაჩნდათ, ასევე დიდი რაოდენობით სინთეტიკური სამკურნალო პრეპარატი მეტადონი, აღნიშნულია უწყების ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
გამოძიების მონაცემებით, ბრალდებულებმა ნარკოტიკები ირანიდან შემოიტანეს. ისინი რამდენიმე დღის წინ დააკავეს.
ირანელებს რვიდან ოც წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
მთლიანობაში, ბოლო კვირის განმავლობაში საქართველოში ნარკოდანაშაულისთვის 13 ადამიანი დააკავეს, აქედან ექვსს ნარკოტიკების რეალიზება ედება ბრალად. დაკავებები მოხდა თბილისში, გარდაბანსა და მარნეულში.
პოლიციამ სულ ამოიღო 1,5 კილოგრამზე მეტი ჰეროინი, 81 აბი MDMA, 50 ფირფიტა ე.წ. ბიო და სხვა ნარკოტიკული ნივთიერებები.
როგორც შსს-ში აღნიშნავენ, ნარკოდანაშაულთან ბრძოლა უწყების ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია.